(news.ge) შაშიაშვილი: ივანიშვილი არა “ქართული ოცნების”, არამედ ქვეყნის პრემიერია

198941_137527276315997_2345779_n„თეთრების“ ლიდერს, თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის გამორჩეულად საჭირო კაცია და პროგრამა, რომლითაც ის შემოვიდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, უნიკალურია. თუმცა მისი თქმით, რამდენიმე საკითხში პრემიერთან პრინციპულად განსხვავებული პოზიცია აქვს.

ამის შესახებ თემურ შაშიაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. სადაც მან ჩამოაყალიბა ის საკითხები, რომელშიც პრემიერმინისტრის პოზიციას არ ეთანხმება.

„პირველი – ბიძინა ივანიშვილი ვლის, რომ მისი ყველა დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა. ჩვენ ვთვლით, რომ გაკეთდა ბევრი, მაგრამ დაპირებულის 15-20%, რეალურად შესაძლებელი იყო 5-6-ჯერ მეტის გაკეთება.

მეორე – ივანიშვილი თვლის, რომ საქართველოს გამარჯვება, მისი პირადი წარმატება “ქართული ოცნების” შიგნითაა, ჩვენ საპირისპირო მოსაზრება გვაქვს: საქართველოს გამარჯვება, ბიძინა ივანიშვილის წარმატება სწორედ “ქართული ოცნების” გარეთაა.

მესამე – ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ მთელი ხელისუფლება, იქნება ეს პარლამენტი, მთავრობა, თუ პრეზიდენტი – მისი პოლიტიკური გემოვნებით უნდა დაკომპლექტდეს, ჩვენ სრულიად განსხვავებული პოზიცია გვაქვს: არ შეიძლება მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ერთი კაცის გემოვნებით და ხათრით იყოს დაკომპლექტებული. რომ, არსად არასდროს სიკეთე არ მოუტანია ერთ კაცზე აგებულ ხელისუფლებას.

მეოთხე – პრემიერი თვლის, რომ არჩევნები ტარდება დემოკრატიულად. ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს: იმას ვადასტურებთ, რომ შედარება არ არის სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩატარებულ არჩევნებსა და მიმდინარეს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები კი არ არის დემოკრატია, არამედ არჩევანის თავისუფლებაა დემოკრატია და არჩევანის თავისუფლება აქვს იმ ადამიანს, რომელსაც აქვს სრული ინფორმაცია ასარჩევ კანდიდატებზე. დღესაც ჩანს, დრო მეტად დაადასტურებს, რომ ჩვენ პრაქტიკულად არაფერი ვიცოდით სახელისუფლებო კანდიდატზე, გარდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მხარდამჭერი გამონათქვამებისა.

მეხუთე – ივანიშვილი შესაძლებლად თვლის მის აქტიურ მონაწილეობას მის მიერ რეკომენდირებული პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ საარჩევნო კამპანიაში. ჩვენ სრულიად განსხვავებული პოზიცია გვაქვს. ვთვლით, რომ ის არის მთელი ქვეყნის პრემიერმინისტრი და არა “ქართული ოცნების”

მეექვსე- პრემიერი ივანიშვილი შესაძლებლად თვლის, რომ ქვეყნის პრეზიდენტად არჩეული იქნას “სოროსის ფონდის”, “თვისუფლების ინსტიტუტის”, ენ-დი-აი-ს სათავეებთან მდგომი პიროვნება.

ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიცია გვაქვს. ვთვლით, რომ ქვეყნის დამანგრეველი იდეოლოგიის მატარებელი ინსტიტუტების არა თუ სათავეებთან მდგომი, არამედ მათი რიგითი წევრიც კი არ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი, სხვა მაღალი თანამდებობის პირი.

ჩვენ ვთვლით, რომ ამ ხალხს არათუ არ შეუძლია ქართული იდეის ხორცშესხმა, არამედ მუდმივად ამ პროცესის წინააღმდეგი იქნებიან, რადგან უცხოეთის მასონური წრეებისა და მათი პროტეჟეებისათვის მიუღებელია ქართული იდეა, მეტიც, ებრძვიან მას და ბოლო ათი წელია, წარმატებულადაც სწორედ მათ მიერ აღზრდილი და მათ მიერვე დაფინანსებული თანამდებობაზე დანიშნული პიროვნებების მეშვეობით“,- აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *