(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: არჩევნების შესახებ ისეთ შეფასებებს ვისმენ, კაცს „ჰომეროსის ხარხარი“ მოგინდება

temiriპარტია „თეთრების” ლიდერმა „რეპორტიორის” პრესკლუბში საპრეზიდენტო არჩევნებსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

თემურ შაშიაშვილის შეფასებით, დღეს, საქართველოში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა.
„მსოფლიოში ასეა, რაიმე ცვლილებები რომ ხდება ეროვნული ვალუტა რეაგირებს ხოლმე. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩვენი ვალუტა გაიაფდა, თითქმის ყველა ფულთან შეფარდებში დაკარგა ძალა, არამხოლოდ დოლართან. რაც შეეხება იმას, როგორ ვაფასებ არჩევნებს მინდა გითხრათ, იმდენი ვინმე გამოვიდა ამ დღეებში და ისე საუბრობენ ,უკვე მოსაწყენიც გახდა. ისეთ შეფასებებს ვისმენ , ჰომეროსის ხარხარი მოგინდება კაცს. ისინი ვინც ამბობენ, რომ ცხრა წელი იყო სისხლიანი პერიოდი ,ამ ცხრა წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად იყვნენ ,მონაწილეები იყვნენ ამ პროცესის და ბოდიშსაც არ იხდიან. ამ პოლიტიკოსებით, ამ პოლიტიკური ძალებით, საქართველოს მომავალი არ აქვს. დღეს საქართველში ბიზნესი მოკვდა და მთავარ ბიზნესად პოლიტიკა იქცა. ქვეყანას მართავს ორი რამ შიმშილი და ფული, მშიერის მართვა ადვილია, იმისგან ვისაც ფული აქვს. ქვეყნის სიძლიერეა საშუალო ფენა და ეს ფენა საქართველოში არ არის. ადამიანები საქართველოში არსებობისათვის ცხოვრობენ და არა საკუთარი თავის რეალიზაციისთვის”-განაცხადა შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *