(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: „გეტყვით, რატომ გადადგა არჩილ კბილაშვილი 7 ნოემბერს მაინცდამაინც“

444444რატომ გადადგა მთავარი პროკურორი მაინცდამაინც 7 ნოემბერს? როგორ უნდა მოიქცეს ახალი ხელისუფლება ახალი პრემიერის პირობებში რომ არ აღმოჩნდეს მძიმე მდგომარეობაში? ამ საკითხებზე „ქრონიკას“ „სახალხო კრების“: ერთ-ერთი ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.

 – ბატონო თემურ, როგორ აფასებთ მთავარი პროკურორის გადადგომას? არჩილ კბილაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელს მიშლიდა, ანუ მამუხრუჭებდაო.არადა ჩვენ სხვა ინფორმაცია გვაქვს. კბილაშვილს უკიჟინებდნენ, ტემპს მოუმატეო, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

– ერთი, რასაც ხალხი ახალ ხელისუფლებას არ აპატიებს, ის არის,რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამაზრზენად თავხედი გახდა. არჩილ კბილაშვილმა გადადგომის თაობაზე განცხადება 7 ნოემბერს გააკეთა… 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის ხროვამ საშინელება ჩაიდინა. რა მოხდა კბილაშვილის გადადგომის დღეს? მთელი სატელევიზიო სივრცის 90% ეჭირათ „ნაციონალებს: და თან შეტევაზე იყვნენ გადასულები. იმ პარტიების წარმომადგენლები, კი რომლებსაც სცემეს და დაარბიეს დღეს პარლამენტში არიან. ხელისუფლებიდან ერთ მოხელეს რაიმე განცხადებაც კი არ გაუკეთებია. რაც მე მოვისმინე 7 ნოემბერს, ეს არის სამარცხვინო რამ.  ამის პატიება არ შეიძლება.  ამიხსნას ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მაინცდამაინც 7 ნოემბერს რატომ გადადგა?

 – ეს საინტერესოა, თქვენ რა მოსაზრება გაქვთ?

– მე სწორედ აქეთ მიმყავს საუბარი… პროკურორი, რომელსაც პასუხი უნდა მოეთხოვა იმისათვის,რომ ქვეყანაში ყვაოდა ელიტარული კორუფცია და გამოძიებახ კი არ დაიწყო, კიდევ ბედავს  თავის მართლებას, კბილაშვილი ლაპარაკობდა, თარიღებს ასახელებდა დაერთო საქმეც კი ვერ გამოიძია სერიოზულად.

ან პროკურორია სუსტი და თავი ვერ გაართვა საქმეს, ან კიდევ გარედან ისე დააჩოქეს „ნაციონალების“ პატრონებმა, არ მისცეს გასაქანი. ხალხი ითხოვს სამართლიანობის აღდგენას კი არა, სამართლიანობის დადგენას. ასეთი რაღაცეები რომ აჩვენეს ტელევიზიით, ვიღაცა უნდა დაისაჯოს.

„ნაცმოძრაოპბა პარტია კი არა, სექტაა, რომელიც უნდა გასამართლებულიყო. მაგრამ პირიქით მოხდა – აღზევდა. როცა პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას, ქართული დემოკრატიის გამოცდა იქნება „ნაცმოძრაობის“ შენარჩუნება პოლიტიკურ  სარბიელზეო, რაზეა კიდევ საუბარი?

ამის შემდეგ უსუფაშვილის მეუღლე ამბობს,  27 ოქრომბრის არჩევნებმა „ნაცმოძრაობა“ ლეგიტიმურ ოპოზიციად აქციაო, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, გიგა ბოკერია გიგანტიაო. ბიძინა ივანიშვილი აქებს და ადიდებს ქვეყნის გარედან მართვად ძალას, ქართული ცნობიერ ების დამანგრეველ პარტიას. ქვეყნდება ახალი პრეზიდენტის გამონათქვამი, თურმე ქართველი ხალხი ჩლუნგია და დებილობისკენ აქვს მიდრეკილება, არ გეჩვენებათ, რომ ეს სერიოზულად არის დამაფიქრებელი?

მე დღეს ვხედავ ბოლომდე დაჩოქილ ივანიშვილს, მას ამის აღიარება არ სურს და მიდის. ახლა ჩვენ უნდა დავდგეთ მაგრად , რომ „ნაცმოძრაობამ“, ანუ სექტამ მიიღოს ის, რაც დაიმსახურა ქართველი ხალხის წინაშე.

 – ბატონო თემურ, თქვენ არ მიპასუხეთ, რატომ წავიდა არჩილ კბილაშვილი 7 ნოემბერს მაინცდამაინც?

– მან ამით თქვა, 7 ნოემბერს ყველანი დავმარცხდით, ამას ვაღიარებ და მივდივარ! ეს არ არის შემთხვევითი რამ, მას შეეძლო შემდგომ  დღეებში გადამდგარიყო. დაუკვირდით, ამ დღეს ქართულ საინფორმაციო სივრცეში მთავარი იყო არა 7 ნოემბერზე  საუბარი, არამედ ის, თუ რატომ წავიდა მთავარი პროკურორი. ეს კბილაშვილმა განგებ გააკეთა, სხვა დღე რატომ ვერ მოძებნა?  აშკარაა, ძალიან ბევრი ტელევიზია დღეს იმართება ქვეყნის გარედან, ქართული ტელეარხები დღეს მოქმედებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ . „ნაციონალების“ ასეთი აღზევება ქვეყანას დაღუპავს…

დღეს ეკონომიკაზე ლაპარაკობენ ჭიაბერაშვილი და მელიქიშვილი, ესენი არიან ადამიანები, რომელბმაც დააქციეს ქართული ეკონომიკა. დღევანდელ ხელისუფლებას კაცი არ ჰყავს, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ ეკონომიკა მიწასთან იყო გასწორებული ამათ ხელში.

არავინ ლაპარაკობს პარტიის ხელში ჩავარდნილ ბიზნესებზე და იმაზე, როგორ ეჭირა მთელი ეკონომიკა კეზერაშვილს. ამას ბიძინა ივანიშვილს არ აპატიებდნენ… არც მე ვპატიობ 2013 წლის 7 ნოემბერი იყო ლახვარი ქართველი ხალხის  გულში. რაც 2007 წელს გაგვიკეთეს, იმაზე უარესი იყო! მიუხედავად ყველაფრისა, სიმართლე უნდა ვაღიაროთ, ბიძინა ივანიშვილი ქართვულ საზოგადოებაში მაინც რჩება ყველაზე რეიტინგულ ფიგურად. ის ნდობაზე აგებული პოლიტიკოსია, ვისაც არ ენდობა, დავით აღმაშენებელიც რომ იყოს, იმას მაინც არაფერში გამოიყენებს.

ეს მისი ძალიან სერიოზული სისუსტეა, მან ვერ შეძლო, დაელეწა პარტიული საზღვრები, არადა, შენი მტერიც რომ იყოს, თუ ნიჭიერია, უნდა გამოიყენო, ახლა ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, რა გზას აირჩევს ახალი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი.

ამ დღეებში ვუსმენდი ვახტანგ ხმალაძის გამოსვლას, და სიმართლე გითხრათ. კარგა ხანია, ამდენი აბდაუბდა არ გამოგია. დღეს ქვეყანაში ვინ არის პირველი პირი, ვერ ახსნა.

მე იმდენად პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ მინდა ასეთ რაღაცეები ხდებოდეს და ეს  ყველაფერი მას უკავშირდებოდეს. თუკი ის ამბობს, რომ მისთვის ოჯახი ყველაფერია და პრეზიდენტის პოსტზე რეკომენდაციას აძლევს ადამიანს, რომლისთვისაც ოჯახი არაფერია, გამოდის, მისი ნათქვამი ნულდება. ხმალაძე ამბობს, სადმე რომ  წავლენ, კარებში პირველი პრეზიდენტი უნდა შევიდეს და მერე მთავრობის თავმჯდომარეო. რატომ, ჩვენ ხომ საპარლამენტო წყობაზე გადავდივართ?

ან რა საჭიროა ასეთი მორიგება, ვინ ვის შემდეგ უნდა შევიდეს სადღაც? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავი ბელადად დანიშნა და ამ საკითებსაც ის დაარეგულირებს. ბატონი ბიძინა კი ამბობს, არაფერში ჩავერევიო, მაგრამ უცხოეთის პრესა აჭრელდა უკვე სტატიებით, სადაც იწერება, რომ ასეთი მიდგომა ქვეყნისთვის იქნება ძალიან დიდი დარტყმა და არც ის არის გამორიცხული, „ნაციონალები’’ უფრო მეტად გააქტიურდნენ. თუ ასე გაგრძელდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდება ახალი ხელისუფლების ყველა შტო. ცალკე სასაუბროა რესპუბლიკელების როლი ამ საქმეში. ისინი  ყოველთვის ახმოვანებდნენ „ნაცებისთვის“ სასარგებლო იდეებს.

თქვენ თქვით, რომ ბევრი რამეა დამოკიდებული ირაკლი ღარიბაშვილზეო, რა უნდა გააკეთოს მან, რომ ახალი ხელისუფლება არ აღმოჩნდეს მძიმე მდგომარეობაში?

– მე ძალიან კარგი წარმოდგენა მაქვს ირაკლი ღარიბაშვილზე… ახლა სადღაც 3 თვე პროცესებს უნდა დაკვირვება. შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ღიად ბევრ რამეში არ ჩაერიოს, მაგრამ ირაკლიც აღიარებს, რომ ივანიშვილს გათვლილი პოლიტიკა აქვს, ანუ მისი პოლიტიკით მივდივართ.

მე მწარე კი არ ვარ, თვითონ რეალობაა მწარე, როცა ამბობენ. რაც შევძელით, გავაკეთეთო, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რის გაკეთება შეიძლება, ის უნდა გააკეთო, სხვათა შორის,  ეს საქართველოში ვერ შეძლო  ვერავინ. ივანიშვილისთვის ეს არ უნდა იყოს მისაღები ფორმულა. მე ვხედავ უამრავ ადამიანს, მათი ქვეყნისადმი ერთგულება უნდა იყოს. მე ვამბობ მარტივ რამეს. .. ამ ერთ წელიწადში ხუთჯერ მეტი რამის გაკეთება შეიძლებოდა. კი ბატონო, რაღაც სერიოზული რამეები გაკეთდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა. „ნაციონალებმა“ ყველაფერი დატოვეს გაპარტახებული. კიდევ ერთელ ვახსენებ ამ მელიქიშვილს, რომელიც ლამის ყოველდღე გვმოძღვრავს ეკონომიკურ საკითხებზე… ახლა ეს რომ მატყუარა და გაიძვერაა, ვიცით, მაგრამ ხალხი ხომ ამას ისმენს? ამ ადამიანის გვარის ხსენება არც კი მინდოდა, არც კი ვიცი, ის ნამდვილად არის  თუ არა მელიქიშვილი, მაგრამ ხალხს უნდა ჰქონდეს სრული წარმოდგენა, რა ხდება ამ მხრივ იმის მტკიცება, არავის არ სჭირდება, ეკონომიკის მაჩვენებლები შემცირდა თუ გაიზარდა… თუ შემცირდა, ესეც ბუნებრივია, რადგან სააკაშვილმა გაუბედურებული ეკონომიკა დატოვა.

ერთ მარტივ რაღაცას გეტყვით: დღეს თუ ერთ მილიარდ დოლარს ჩადებ მშენებლობაში ნახევარ მილიარდს უკანვე მიიღებ ბიუჯეტში თუ ერთ მილიარდს ჩადებ საპენსიო ფონდში, უკან ვერაფერს ვერ მიიღებ, აი, სწორედ ამიტომ იყო სააკაშვილი უაზრო მშენებლობის მომხრე , ამ მშენებლობების უკან იყო დიდი კორუფცია და ფული მიდიოდა არა ბიუჯეტში არამედ სააკაშვილის ჯიბეში.

მან დიდი ფული იშოვა საპრეზიდენტო სასახლის მშენებლობაში, პარლამენტის მშენებლობაში, გზების გაყვანაში. მაგათ 40 პროცენტი უკან უბრუნდებათ.დღეს ქვეყანაში არ გამოჩნდა ადამიანი. რომელიც ამას დაასაბუთებს. ჩვენ გენერალურ პროკურორს გავუგზავნეთ დოკუმენტები და მივწერეთ: ხალხი არ ხართ? ამის გამოძიება მაინც ხომ შეიძლება? კარგი, ამას დავანებოთ თავი… ვისაც დიდი ბიზნესები ეჭირა ხელში, ვინც ქონება მიიტაცა, ამ ადამიანებს ვინმე რამეს ეუბნება? არა, ეს ყაჩაღები ბიზნესებში ისევე რჩებიან! მე მინდა ისეთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოში ორ ადამიანსაც კი არ დააპირისპირებს და ამავე დროს დაადგენს სამართლიანობას. სააკაშვილის ყველა გამოსვლა იყო დაპირისპირების საბაბი, ის მუდმივად ვიღაცას ლანძღავდა…

არ მინდა , ირაკლი ღარიბაშვილი ამ გზით წავიდეს, არ მინდა მარგველაშვილი ამ გზით წავიდეს… პირველი პირები არ უბდა იყვნენ ბოღმიანები, მათ უნდა შეძლონ პარტიული საზღვრების დალეწვა.

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *