(sazogadoeba.ge) შაშიაშვილი ნორლანდის განცხადებას ეხმაურება

779პარტია “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილირიჩარდ ნორლანდის განცხადებას ეხმაურება. sazogadoeba.ge განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„როცა ასეთი რამის თქმას ბედავს უცხო სახელმწიფოს ელჩი და მით უფრო ამერიკის შეერთებული შტატების. და როცა სტუდენტები მყისიერ რეაგირებას არ აკეთებენ (მინდა ვიფიქრო, რომ შერჩეული იყვნენ ასეთი რამის მოსასმენად) როცა ყოველივე ამის შემდგომ დუმს საქართველო, ეს უკვე საქართველო აღარ არის… ასე შეაფასა „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა რეპორტიორის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ ელჩის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაკეთებული განცხადება:“ „ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები – ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ”.

„გამოდის, რომ ამერიკის შეერთებულის შტატების მმართველი წრეები ამართლებენ რუსეთის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში და რუსეთის მეგობრები უფრო არიან, ვიდრე საქართველოსი. დამაფიქრებელია, რომ ამ განცხადებას და ამასთან სტუდენტობასთან აშშ ელჩი აკეთებს პრეზიდენტის ინაუგურაციის კვირაში. ასეთი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი შემთხვევით არაფერს ამბობს.

უცხო სახელმწიფოს ასეთ პოზიციას ნამდვილად არ მოითმენდა არც 80-იანი წლების, არც 90-იანი წლების, არც 21-საუკუნის საწყისის საქართველო.

როგორც არასდროს, ისე დგას საკითხი განახლებული ეროვნული მოძრაობის დაწყების თაობაზე. ვიფიქროთ ამაზე, ვისაც გვაქვს ქართული ცნობიერება, წარსულის პატივისცემა და ვინც განწყობილნი ვართ მომავლის საქართველოსათვის.” – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა.

შეგახსენებთ, ამერიკის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა გუშინ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ„ქართველები აფხაზებს და ოსებს დაახლოებით ისე ეპყრობოდნენ, როგორც მანამდე რუსები – ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ”.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *