(reportiori.ge) თემურ შაშიაშვილი: ამერიკამ სააკაშვილის სახით „ოქროს ლოდი“ ნახა, კაცი რომელსაც შეუძლია სკამისთვის გაყიდოს ყველა და ყველაფერი!

 

temმოძრაობა „თეთრების” ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ისეთი მთავრობა, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება. როგორც „რეპორტიორის” პრესკლუბში თემურ შაშიაშვილმაგანაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის პოლიტიკის გამტარებელი იყო.

„ამერიკამ და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა სააკაშვილის სახით ოქროს ლოდი ნახა. კაცი, რომელსაც შეუძლია გაყიდოს ყველა და ყველაფერი, ოღონდ სკამი  შეინარჩუნოს. დღესაც „ნაციონალური მოძრაობა და „ქართული ოცნება” მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რას იტყვიან დასავლეთში. ვიდრე საქართველოს დიდ პოლიტიკაში ჰყავს ხელისუფალი, რომელიც იმაზე ფიქრობს, რას იტყვიან ამერიკაში და არა იმაზე – რას ფიქრობს ხალხი, არაფერი გვეშველება. კანონიერად 20 იანვარს დამთავრდა სააკაშვილის პრეზიდენტობა, მაგრამ ამერიკელებმა თქვეს, უნდა იყოს ბოლომდე და ასეც მოხდა. 7 ნოემბერი არ აწყობდა ამერიკას და ამიტომ 7 ნოემბერს გადადგა მთავარი პროკურორი, რომ იმ დღეს – 2007 წლის 7 ნოემბერზე კი არ ყოფილიყო საუბარი, არამედ, პროკურორის  გადადგომის შესახებ. 2007-ში ტელევიზია „ნაციონალურ მოძრაობას” ეჭირა ხელში და ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადათ ხალხისთვის, რა გააკეთეს… ძალიან ბევრ რამეზე გვჭირდება დაფიქრება. საქართველოს უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისფლება, რომელიც ქვეყნის გარედან არ მოიმართება”, – განაცხადა შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *