(Timer.ge) “როცა აშშ-ის ელჩი ასეთი რამის თქმას ბედავს ეს უკვე საქართველო აღარ არის”

 

“როცა აშშ-ის ელჩი ასეთი რამის თქმას ბედავს და როცა სტუდენტები მყისიერ რეაგირებას არ აკეთებენ, ეს უკვე საქართველო აღარ არის. ასე შეაფასა “თეთრების” ლიდერმა აშშ-ის ელჩის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაკეთებული განცხადება, თითქოს ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ.

თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულის შტატების მმართველი წრეები ამართლებენ რუსეთის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში და რუსეთის მეგობრები უფრო არიან, ვიდრე საქართველოსი.

“დამაფიქრებელია, რომ ამ განცხადებას აშშ-ის ელჩი  პრეზიდენტის ინაუგურაციის კვირაში აკეთებს. ასეთი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი შემთხვევით არაფერს ამბობს. უცხო სახელმწიფოს ასეთ პოზიციას ნამდვილად არ მოითმენდა არც 80-იანი წლების, არც 90-იანი წლების, არც 21-საუკუნის საწყისის საქართველო. როგორც არასდროს, ისე დგას საკითხი განახლებული ეროვნული მოძრაობის დაწყების თაობაზე. ვიფიქროთ ამაზე, ვისაც გვაქვს ქართული ცნობიერება, წარსულის პატივისცემა და ვინც განწყობილნი ვართ მომავლის საქართველოსათვის.” – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *