(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: როდესაც ნორლანდის განცხადების შემდეგ საქართველო დუმს, ეს უკვე საქართველო აღარ არის!

imgმოძრაობა „თეთრების” ლიდერის შეფასებით, რიჩარდ ნორლანდმა განცხადება, გამიზნულად გააკეთა. როგორც თემურ შაშიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში აღნიშნული თემის კომენტირებისას განაცხადა, ამერიკის ელჩის განცხადება, რომ ქართველები აფხაზებს და ოსებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც მანამდე რუსები ქართველებს, უსინდისო ნათქვამია.

„აშშ-ს ელჩმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ. როდესაც ასეთი რამის თქმას ბედავს უცხო ქვეყნის ელჩი, მით უფრო იმ სახელმწიფოში, რომელიც მეგობრობას გეფიცება, ეს უკვე საშინელებაა და უსინდისო ნათქვამია. სტუდენტებს დარბაზშივე უნდა ემოქმედათ, მათ რეაქცია არ ჰქონდათ და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, იქ შერჩეული სტუდენტები ისხდნენ. როდესაც ამ განცხადების მერე დუმს საქართველო, ეს უკვე საქართველო აღარ არის! გამოდის რომ აშშ-ს მმართველი წრეები, ამართლებენ რუსეთის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში და რუსების მეგობრები უფრო არიან, ვიდრე საქართველოსი. როდესაც ამერიკის ელჩი ამ განცხადებას აკეთებს პრეზიდენტის ინაუგურაციის კვირაში, ეს არ არის შემთხვევითი. ასეთი რანგის პოლიტიკოსები შემთხვევით არაფერს ამბობენ”, – განაცხადა შაშიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნული განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.

„ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები – ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ”, – აღნიშნა ნორლანდმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *