(ახალი თაობა)თემურ შაშიაშვილი: ივანიშვილმა საკადრო შეცდომები დაუშვა

“ნაციონალური მოძრაობა” საშიში სექტაა
თემურ შაშიაშვილი კიდევ ერთხელ მიმართავს მთავარ პროკურატურას და ითხოვს, რომ დაკითონ ზურაბ ჟვანიას საქმეზე. შაშიაშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული გახდება , მომავალ კვირას ჟურნალისტების მეშვეობით მისი საჯარო დაკითხვა მოაწყოს ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.
– ბატონო თემურ, როგორც შეაფასებდით იმ ახალ პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც აღმოვჩნდით და როცა მიხეილ სააკაშვილი ექსპრეზიდენტის რანგშია.
– თავშივე ვიტყვი, მძიმე პოლიტიკური წელი მოდის. ხალხია ცოდო, თორემ ქუჩის პოლიტიკოსების გრიალი, ხალხის გრძნობებზე თამაში არ მოგვაკლდება. ჩემი პოზიცია ცალსახაა, ნაცმოძრაობის, სააკაშვილის და მისი ხროვის სკამთან მიკარებზე ფიქრიც კი დანაშაულია. ვინც ფიქრობს მომავლის საქართველოზე, მან უნდა დაიწყოს პოლიტიკოსი სააკაშვილი და მისი ხროვა. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია. ამას რატომ ვამბობ, სააკაშვილის განცხადებები, განსაკუთრებით მისი განცხადება, რატომ არ დაესწრო ის ინაუგურაციას. ეს არ არის უბრალოდ მისი დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი, მას პოლიტიკური კულტურა არასდროს ჰქონია. მე ვამბობ, მისი განცხადების მთელი შინაარსი, ასევე მისი პრეს-სპიკერის განცხადება, ნაციონალური მოძრაობის წევრთა განცხადებები არის ბრძოლის დაწყება დაბრუნებისათვის. ვიმეორებ, ბრძოლის დაწყება დაბრუნებისათვის. ეს არის ყველაზე რთული და ყველაზე მძიმე.
თქვენ მოგეცით პირველი ინტერვიუ მაშინაც, როდესაც ივანიშვილი ჯერ კიდევ არ იყო ხელისუფლებაში და ჩვენ რამდენიმე პირობა დავაყენეთ, რომელიც აუცილებელზე აუცილებელი იყო. ერთი ის, რომ 20 იანვარს მას კონსტიტუციური ვადა გასდიოდა და მისი პრეზიდენტობა უნდა დამთავრებულიყო. რომ მისი პრეზიდენტობის ვადის გაგრძელება იყო დანაშაული; მეორე – ჩვენ ვამბობდით, მოვიწვიოთ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები, რომ მათ გააკეთონ დასკვნა: საქართველო მართლა აშენდა და აყვავდა, როგორც ამას სააკაშვილი ამბობდა, თუ დაინგრა, როგორც ამას ხალხის ყოფა, რეალური მდგომარეობა და ანალიზი ადასტურებდა. ჩვენ ვამბობდით, სასწრაფოდ საჭიროა დაიწყოს რეჟიმის გასამართლება. თუნდაც პრინციპით „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“, რომელიც მინდია უგრეხელიძის თავკაცობით შეიქმნა; და მართლაც ხელი შეწყობოდა ამ დიდ პროცესს, რომ ხალხს ერთხელ მაინც გაესამართლებინა რეჟიმი, რომ ხელში სერიოზული ანალიზები გვქონდოდა, გვეფიქრა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ბატონი ბიძინა არავის რჩევებს არ ითვალისწინებს. ის თვლის, რომ მისი ყველა აზრი გენიალურია. ივანიშვილი ამბობდა, რომ სამოქალაქო ომი იქნებოდა, თუ ისე არ იმოქმედებდა, როგორც იმოქმედა.
სააკაშვილის ბოლო განცხადებები, ეს არის უკვე სერიოზული დაპირისპირების დასაწყისი, რომელიც ყველაზე რთულ შესაძლო ფორმებთან შეიძლება მივიდეს. ეს არის იმის საწყისი, რომ საქართველოში ინვესტიციებზე ფიქრი სერიოზულად არ იქნება. ხალხია ცოდო, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება. სააკაშვილი არის მართლაც მაოხრებელი გზირი. ოქროს ლოდი ჩაიგდეს ხელში საქართველოს მტრებმა ქვეყნის გარეთ – ესენი ევროპაში არიან, ამერიკაში თუ რუსეთში. სააკაშვილი არის კაცი, რომელიც საკუთარი თანამდებობისათვის სწირავდა ყველაფერს; თანამდებობაზე ყოფნისას გაწირა ყველაფერი, ოღონდ პრეზიდენტის პოსტი შეენარჩუნებინა.
– ახლა კი მზად არის უკვე მესამედ. ყველაფერი გაწიროს იმისათვის, ოღონდ ხელისუფლებაში მობრუნდეს?
– რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნაციონალური მოძრაობა არ არის პარტია. ეს არის სექტა, რომელსაცა ქვს გარკვეული მიზანი. ვინც მოსცილდება ნაციონალურ მოძრაობას, მოსცილდება, თორემ ძალიან მძიმე პერიოდი ელოდება მას, ვინც სექტის წევრადაა აღიარებული. ვინც წავა და სექტის გადაწყვეტილებებს არ გააზიარებს, ის შედარებით აცდება მძიმე გადაწყვეტილებებს. ჩვენ საქმე არ გვაქვს პოლიტიკურ პარტიასთან და პოლიტიკურ ძალასთან. ჩვენ საქმე გვაქვს სექტასთან და ამ სექტის მეორე პოლიტიკურ ძალად აღიარება რესპუბლიკურ პარტიას და მის თავმჯდომარეს, მის მეუღლეს და ერთ – ერთ ლიდერს რესპუბლიკური პარტიისა, მიაჩნიათ ქვეყანაში დემოკრატიის მთავარ გამარჯვებად. და ის, რომ უკვე მეორე ადგილზე გასულ ნაციონალურ მოძრაობაზე მთელი მსოფლიო გეტყვის, როგორ ასამართლებ ამ ძალას, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. აი, ეს არის კატასტროფა. ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, დასრულებულიყო ქვეყანაში ეს ნგრევის პროცესი და პარლამენტში შესულიყო არა ეს ჩასაფრებული პოლიტიკური ძალა, არამედ ნამდვილი ქართული ოპოზიცია. რეალურად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს მტრებმა. სადაც არ უნდა იყვნენ, ამერიკაში, ევროპასა და რუსეთში, შეძლეს შეუძლებელი. დღეს საქართველოს ჰყავს გარე ძალების მორჩილი პრეზიდენტიც, პარლამენტიც და მთავრობაც. შეიძლება მთავრობა და მისი თავმჯდომარე ნაკლებად, მინდა ასე ვიფიქრო, პლუს სასამართლო, თავიდან ბოლომდე მათი მორჩილია. ის, რასაც საბჭოთა კავშირის დროს რუსეთი ახერხებდა, რომ მისი მორჩილი ხელისუფლება ჰყავდა აქ, ანალოგიური ვითარებაა ას არ არის მარტივი სიტუაცია. 90% საქართველოს პარლამენტში არის გარედანმართვადი პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ხოლო რაც შეეხება პარალმენტს გარეთ , თუ რაიმე შემორჩა ქართული და ქართული ცნობიერება აქვს, ეს პოლიტიკური ძალები, პრინციპში არიან პარალმენტს გარეთ. მათ უთხრეს, თქვენ არაფერი აღარ ხართ, აღარ გვჭირდებით ხალხთან ერთად. ჩვენ უკვე ვართ ორი პოლიტიკური ძალა და გვყავს დიდი პატრონი გარეთ. ქართველი ხალხის და თქვენი მდგომარეობა ჩვენ არ გვაინტერესებს. აი, დღეს ეს რეალობაა.
– ეკონომისტები ამბობენ, რომ 2014 წელსაც ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა არ ექნება. პოლიტიკურ ფლანგზე რა პროცესებს ელით?
– თქვენ წარმოგიდგენიათ, ქუჩის კაცი ქუჩაში. მას ხომ შუბლის ძარღვი არ აქვს . სააკაშვილი პრეიზდენტი იყო და ქვეყანას ქუჩით მართავდა. ეს კაცი ახლა ქუჩაში გავიდა, რომელსაც სინდის-ნამუსი არ აქვს, საშინელი დემაგოგია. ფული და გარე ძალების მხარდაჭერა აქვს. ეს არის ქვეყნის განადგურება
– ფიქრობთ , რომ სააკაშვილი და მისი გუნდი კოალიციურ ხელისუფლებას და პრემიერს ქვეყნის მართვაში ხელს სერიოზულად შეუშლის?
– შეუშლის კი არა, ხელისუფლებაც მოეხმარება ამაში. მოეხმარება იმით, რომ ხელისუფლებაში თანამდებობაზე ისეთი ადამიანები მოდიან, რომელბსაც ხალხი სახეზე არ იცნობს. მთელს მსოფლიოში მიღებულია, რომ არ მოხდეს ნიჭის , მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების პოლიტიზირება. საქართველოში ეს შეცვლილია. აქ პირადი ერთგულება ხდება მთავარი საზომი და არა პროფესიონალიზმი. ეს ჰქონდა სააკაშვილს. ოღონდ მასზე უფრო დიდი ზომით აქვს ივანიშვილს. პრაქტიკულად არავის არ ენდობა, ვინც მის ბანკში არ გაიარა, ან მის ოჯახთან არ იყო დაკავშირებული. შეიძლება ქვეყნის არნახულად ერთგული იყო, მაგრამ თუ ივანიშვილის ერთგული არ ხარ, ქვეყნის ერთგულება არაფერს ნიშნავს. ეს კატასტროფაა.
– ანუ ივანიშვილი ქვეყნის მართვაში სერიოზულ შეცდომებს უშვებს?
– რა თქმა უნდა. უამრავი ტვინით გატენილი ადამიანია უმუშევარი. ეს ხალხი დღეს უკვე ამბობს, რა შეცდომა დავუშვით 1 ოქტომბერსო. ამერიკის პრეზიდენტს რომ აირჩევენ, პირველი, სადაც მიდის, მიდის მეცნიერებთან. სააკაშვილი ცხრა წლის განმავლობაში მეცნიერებათა აკადემიაში არ შესულა. აი, ეს არის ქართული ცნობიერების კვდომა. სააკაშვილს მხოლოდ პოლიტიკოსიებისათვის აინტერესებდა უნივერსიტეტები. რა გააკეთა ივანიშვილმა?! სამწუხაროდ, ბატონი ბიძინა მეცნიერებათა აკადემიაში საკონსულტაციოდ არ მისულა პრემიერის პოსტიდან ისე წავიდა, მეცნიერებს არ შეხვედრია. სააკაშვილმა მოკლა ქართული მეცნიერების სკოლები. უნივერსიტეტის ახალ რექტორად ღირსეული კაცი, ლადო პაპავა მოვიდა, მეგონა, ივანიშვილი პირველს, რასაც გააკეთბედა, უნივერსიტეტში მივიდოდა და ლადო პაპავას რექტორობას მიულოცავდა. არც თავისთან მიუწვევია და არც უნივერსიტეტში მისულა როდესაც ასეთი დამოკიდებულება გაქვს ინტელექტუალი ადამიანების მიმართ, არასწორია. მე არ ვაკრიტიკებ ივანიშვილს, ის თავისი ქმედებებით აკრიტიკებს საკუთარ თავს. სანამ ივანიშვილი პრემიერი იყო, აქებდნენ, მაგრამ 3-4 წლის შემდეგ შეიძლება ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ შებრუნდეს. მე მისდამი კეთილგანწყობილი ვარ, მას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ აქვს დიდი სისუსტეებიც. მისი ყველაზე დიდი სისუსტე არის პირადი ერთგულება. შეიძლება გვერდით ლოთი ჰყავდეს, ეს მისაღებია, მაგრამ სხვა ლოთი თუ იქნება, ეს მიუღებელია. ესაა კატასტროფა.
– რატომ აღმოჩნდა კოალიციური ხელისუფლება სუსტი, სად დაუშვა შეცდომა ივანიშვილმა, კადრების შერჩევაში?
– კადრები ერთგულების ნიშნით შეარჩია. ხელისუფლებამ არ აღიარა,რომ 20 იანვრის შემდეგ საააკაშვილის პრეზიდენტობა დანაშაული იყო. ის რომ მსოფლიო დონის ექსპერტები არ მოვიწვიეთ და არ გავაკეთებინეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი, დანაშაულია. ამ შემთხვევაში სააკაშვილი ხმას ვერ ამოიღებდა. თანაც, რას ამბობს, ნახეთ: მერებს და გამგებლებს ავიწროვებენო. როცა ესენი მოვიდნენ ქუთაისში ხალხის მიერ არჩეული მერი კაბინეტიდან გამოაგდეს. ის ხალხს დავიწყებული აქვს და დღეს ლაპარაკობენ რომელიღაც რაიონში უკანონობა ხდებაო. ჩვენ ამისთვის შეფასება ხომ უნდა მიგვეცა. სააკაშვილის და მისი ხროვის მიერ ჩადენილი უკანონობების ჩამონათვალი ხომ უნდა გაკეთებულიყო. ინკვიზიციური ხელისუფლება იყო ნაცმოძრაობა. ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომისტებმა ვერ შეძლეს იმის დამტკიცება, რომ სააკაშვილი კი არ აშენებდა, ფულს უშვებდა მშენებლობებში. იმიტომ, რომ 50% იქიდან ბიუჯეტს უბრუნდებოდა და ამით ხმაურობდა. ბიუჯეტი შევასრულეო და დარჩენილი ფულის 40-50% -ს ჯიბეში იდებდნენ. ყვავილი რომ დაირგო რუსთაველზე, ხალხს ვერ უთხრეს, ერთ ყვავილში რა არის გადასახდელი. ჭაღები რომ მოაქვთ საახალწლოდ რუსთაველის გასანათებლად, მისი ფასები დაახლოებით 15-ჯერ არის გაზრდილი. ხალხს ეუბნებოდნენ, ვითომ რაღაცას აკეთებდნენ, სინამდვილეში კი ეს იყო ფულის შოვნის გზა. აბა პენსიონერებისათვის რომ პენსია გაეზარდათ ფულს ხომ ვერ მოიპარავდნენ. ან მასწავლებლისთვის რომ ხელფასი გაეზარდათ, როგორ ისარგებლებდნენ. ისინი გაამათხოვრა და ეუბნებოდა, გზებს ვაგებთო. შეცვალა ეს კურსი ივანიშვილმა და სწორედ შეცვალა. მაგრამ ხალხისთვის ამის კარგად მთქმელი არ არის. ავიღოთ ჰესების მშენებლობა. რატომ ვერ შეამცირა ივანიშვილმა რამეზე ფასი, ეს არის მეცნიერების ანალიზი და არა ჩემი: თუნდაც ენერგეტიკაში, იმიტომ, რომ ინვესტიცია, რომელსაც უცხოელი დებდა და ჰესს აშენებდა. ის უკვე ჩადებული იყო ჩვენს გადასახადში.
– ანუ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები ვიხდით ამ გადასახადს?
– დიახ. ხალხის ფულით ჰესი შენდებოდა და ის სხვისი იყო. დღესაც ეს პოლიტიკაა. ივანიშვილმა ეს კი არ შეცვალა. ამბობენ, თურქები აშენებენ სადღაც ჰესს. ტარიფში ჩადებულია ის ინვესტიცია, რასაც ჩვენ ვიხდით ელექტროენერგიის საფასურის გადახდისას. ვეკითხები, თუ მთელი ხალხი ვიხდით ამ ფულს და ჩვენ ვაშენებთ, თურქის რატომაა ეს ჰესი?! ეს არის საერთაშორისო მაფია. ეს კეთდებოდა სააკაშვილის დროს. არ ვამბობ, რომ ივანიშვილი იღებს აქედან ფულს, არ სჭირდება და არ იღებს. ის რომ გარედან იმათ უთხრეს, რომ ეს ჰესები უნდა აშენდეს და ეს უნდა გაკეთდეს. ყველაფერი უნდა გაგრძელდეს, ანუ გაგრძელდეს ის მაფიოზური სისტემები, რომლებიც შექმნილი იყო. როგორც ჩანს, წინა ხელისუფლების მონაწილეობით, ივანიშვილი ლაპარაკობდა, მთელი ქალაქი ჩინელებისთვის მიუყიდიათო. მიწები არაბებზე გაუყიდიათო. რაიმე შეიცვალა?! ნახეთ, რა მძიმე რამეს ვამბობ: სააკაშვილი მარტო იმიტომ არის გასასამართლებელი, რომ მან შექმნა ინსდუსტრია ქვეყნიდან ძირძველი მოსახლეობის გაყვანის და ქვეყანაში და ქვეყანაში არაქართული ცნობიერების მოსახლეობის შემოყვანის. 1,5 მლნ. ადამიანი გასულია ქვეყნიდან , რომ საარსებო მინიმუმი იშოვოს, ამ ინდუსტრიის დასტური იყო ის, რომ სააკაშვილმა ვინც აქ ჩამოიყვანა, უკვე მოქალაქეობა მისცა. მთელი საქართველო ფეხზე უნდა დავდგეთ. ჯერ იმ ხეობას რომ ფარავენ, ეს ფაქტია, ვიმეორებ, სააკაშვილის დროს ხელია მოწერილი დოკუმენტებზე, რომელშიც შეტანილია რომ ნელნელა ქვეყნის ქონებას უცხოელები ეპატრონებიან.
– რადგან ჰესები ახსენეთ, ფიქრობთ, რომ „ხუდონჰესის“ მშენებლობიდან უკან დახევა ახალ ხელისუფლებას აღარ შეუძლია?
– ვერ გეტყვით, ამიტომ არის ისეთი ხელისუფლება მოსაყვანი, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან იმოქმედებს. ყველა ჰესზე უარის თქმა არ შეიძლება. დღეს პარლამენტში ის ხალხი საუბრობს ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე, რომლებიც შევარდნაძის დროს ამას ებრძოდნენ. ესენი არიან სკამების ადამიანები. დღეს მათ უჭირავთ ხელში ყველაფერი. მე ვამბობ, რომ დიდი ჰესების მშენებლობა საქართველოში არ შეიძლება. შვეიცარიის მაგალითის მოყვანა წარმოუდგენელია. შვეიცარიას ვაკე არც აქვს. ამიტომ სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ. როგორც გითხარით, რასაც ივანიშვილი აკრიტიკებდა, ჩინელების უბნები, და ა.შ. იგივე ხდეა შეიცვალა რამე? ჰესებზე ამბობდა რეფერენდუმებს ჩავატარებთო. საერთაშორისო მაფიის ხელშია საქართველო. ამიტომ გვჭირდება ქვეყნის დახსნა.
– ამიტომაც განერიდა ივანიშვილი პრემიერიდს პოსტს, როგორ ფიქრობთ?
– რა თქმა უნდა ივანიშვილი გულწრფელი კაცია და არ უნდა ასეთ გადაწყვეტილებებს მოაწეროს ხელი. თუმცა ყველაფერი მაინც მას დაბრალდება, რომელზეც სააკაშვილს ხელი მოწერილი ჰქონდა, თუ ივანიშვილი ქართული განწყობის ადამიანია, მაშინ მან თვითონ უნდა შეუწყოს ხელი დიდ ეროვნულ მოძრაობას. რომ საქართველო დავიხსნათ ამ მაფიოზური კლანების მმართველობისაგან.
– თუკი ივანიშვილი მიხვდა და განერიდა პოლიტიკას, გამოდის, რომ მან ყველაზე ერთგული ადამიანი ირაკლი ღარიბაშვილი გაწირა ასეთი მძიმე ნაბიჯის და პასუხისმგებლობისათვის. ითქვა, ბიუჯეტის არშესრულებაც მას დაბრალდებაო.
– არა, მე არ ვიცი ეს. იმიტომ, რომ რაც ცუდი იქნება ქვეყანაში მომავალში ივანიშვილს დაბრალდბა. ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემებს ღარიბაშვილთან ვერ დავაკავშირებთ, ვფიქრობ, ღარიბაშვილი გაცილებით რისკიანად იმოქმედებს. რადგან ის არ არის 6 მილიარდის მფლობელი. მას ვერ ეტყვიან, შენი 6 მილიარდი 1 დოლარი გახდება თუ ამას არ გააკეთებ, ამ შემთხვევაში გავამართლებდი ივანიშვილის წასვლას და ღარიბაშვილის მოსვლას. თუ იგივეს გაგრძელებას აპირებენ, მაშინ გაზაფხულზე მართლა ეროვნული მოძრაობის დაწყებაა აუცილებელი სხვა განწყობის პარტიებისაგან.
– როგორ აფასებთ ამერიკის ელჩის ნორლანდის განცხადებას, რომელიც შემდგომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეფასდა?
– ამერიკის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლები უბრალოდ არაფერს ამბობენ. მან თქვა, რომ როგორც იმპერიული რუსეთი გვექცეოდა, ისე ვექცეოდით აფხაზებსა და ოსებს და ბოდიში უნდა მოუხადოთო. ამით ელჩმა თქვა, რუსეთთან ამერიკა მეგობრობს. აი,რატომ ჩქარობენ ნატოში და ევროკავშირში ჩვენს მიღებას. იმიტომ, რ ომ ეს აფხაზეთისა და ცხინვალისგარეშე უნდა მოხდეს. ეს იყო აშშ ელჩის გზავნილი. სიტყვა აფხაზებისა და ოსებისთვის, რომ თქვენღან ქართველები დამნაშავეები არიან და ბოდიში უნდა მოიხადონო. აფხაზეთის და ოსეთის აღიარება დამოუკიდებელ ერთეულებად იყო უბედურება რუსეთისათვის, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს პუტინმა გამოასწოროს. მან ამ ბოლო დღეებში მედვედევის ბევრი პრინციპულიგადაწყვეტილება შეცვალა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გააკეთოს. რადგა ყველზე დიდი ნაღმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ აღიარება არის რუსეთის წინააღმდეგ ჩადებული. ვისაც ყველაზე მეტად არ აწყობს ეს, საქართველოა და რიუსეთი. ვისაც აწყობს, ეს არის დასავლეთში არსებული ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ წოგორც კი ს აქართველო გახდება ნატოს წევრი და ევროკავშირთან მიახლოვდება, მაშინვე დაიწყება აფხაზეთის დამოუკიდებლობის სრულიად ახალი პროცესი – ჩამოცილება მისი რუსეთისაგან და დასავლეთის და ევროპელების მიერ მისი წაყვანა დასავლეთისკენ, ეს იქნება ყველაზე დიდი დარტყმა. ეს არს მასონური პროგრამა, საქართველოს მიმართ დაწერილი. ვხედავ, გარედან გარანტირებული პოლიტიკოსები და არასამთვრობოები როგორ მღერიან მასონების ტონში და როგორ უკრავენ მას ტაშს.
– საქართველოს ხელისუფლებაში, წინაში თუ მოქმედში თუ არიან მასონები?
– შეიძლება რამდენიმე მასონი იყო, შევარდნაძე და ერთი-ორი ადამიანი. ბოკერია კი არ არის მასონი, ან გაბაშვილი, ან სააკაშვილი. ესენი მასონების ხელის ბიჭები არიან. ისინი ვალდებული არიან. მასონებსაც ასიამოვნონ, ფულიც იშოვონ. დააკვირდით ერთ რამეს, ეს არასდროს მითქვამს: შევარდნაძე ამბობდა 1992 წელს 10 წლის შემდეგ ნატოს წევრი გავხდებითო, ვერ გავხდით, სააკაშვილმა უთხრა, შენ ხომ გვპირდებოდი საქართველოს გააერთიანებდი და ნატოში , ევროკავშირში შევიდოდით, ეს ტყუილია და შენ უნდა წახვიდეო. რა თქვა თვითონ სააკაშვილმა, რამდენიმე წელიწადში ნატოს წევრი ვიქნებითო. ხედავთმ, დასავლეთი როგორ იქცევა?! 10 წელი ხომ შესრულდა სააკაშვილის, შევედით ნატოში და ევროკავშირში? არა. 20 წელია, ეს გადმოგვიგდეს. ეხლა გამოქვეყნდა მსოფლიო ექსპერტების მიერ მსოფლიოში ყველაზე კარგად მცხოვრები 10 სახელმწიფოს სია. აღმოჩნდა, რომ მათგან 3 ქვეყანა არც ნატოს წევრია, არც ევროკავშირის. ნორვეგიაა პირველ ადგილზე. მას ევროკავშირის წევრობაარასდროს უფიქრია. არც შვეიცარიას. ამ სიაში აშშ არ არის. ჩვენ ეროვნული ინ ტერესებიდან უნდა ვიმოქმედოთ და სახელმწიფოს განვითარებაც ამაზე ავაწყოთ.



