(საქართველო და მსოფლიო) თემურ შაშიაშვილი: წარმოუდგენელია ნატო და ევროკავშირი საქართველოს მეგობრები იყვნენ, რადგან ისინი სააკაშვილის პოლიტიკას თავგადაკლული იცავდნენ

nato_1955გვინდა თუ არა ნატო, გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” ამ თემაზე პარტია “თეთრების” თავმჯდომარეს, თემურ შაშიაშვილს ესაუბრა

სიამოვნებით ვერთვები დისკუსიაში „გვინდა თუ არა ნატო“. მიკვირს, რატომ არ არის საქართველო იმ ორგანიზაციების წევრი, რომლებზეც უკვე ოცი წელიწადია, გვესაუბრებიან. ვგულისხმობ ნატოსა და ევროკავშირს. ამ საკითხის ისეთი პოლიტიზირება მოხდა, და იმდენ წელიწადს იმაგრებდნენ სკამებს ხელისუფალნი, რომ ალბათ, ჩემი შეკითხვა ლეგიტიმურია.

ერთი ყველაზე დიდი უბედურება  ქართველებს ის გვჭირს, რომ ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას არ ვაფასებთ. ნაპოლეონმა თქვა, „პოლიტიკა არის გეოგრაფია“. ჩვენ გვაქვს ღვთისგან ბოძებული უნიკალური მდებარეობა, მაგრამ არ გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც ამას ჩვენს სასიკეთოდ გამოიყენებენ . საუბედუროდ, ქართველმა პოლიტიკოსებმა ჩვენი სიმდიდრე არარაობად აქციეს.

ვიდრე აფხაზეთის და ოსეთის აღიარება მოხდებოდა, ჩვენთვის შეიძლება პრინციპული ყოფილიყო ნატოს წევრობა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრმა ადამიანმა არ იცის ნატოს შესახებ არაფერი. ჩემთვის წარმოუდგენელია, ნატო  და ევროკავშირი საქართველოს მეგობრები იყვნენ, რადგან ისინი სააკაშ ვილის თავგადაკლული დამცველები იყვნენ. მათ თავისი მსახური მოიყვანეს, დასვეს, საქართველოს გენოციდი მოაწყობინეს და ბოლომდე შეუნარჩუნეს თანამდებობა, რათა ნატოსა და ევროკავშირზე ელაპარაკა.

რამდენიმე წლის წინ პრესაში გამოქვეყნდა იმ  ქვეყნების სია, რომლებიც ყველაზე კარგად ცხოვრობენ. ზოგი მათგანი არც  ნატოს წევრია და არც ევროკავშირის, ზოგი კი ერთ-ერთის წევრია. საქართველოს გამუდმებით ატყუებენ, თუ ნატოში შევალთ, ფუფუნებაში ვიცხოვრებთო. ის ქვეყნები, რომელბიც არ არიან გაერთიანებული ნატოსა და ევროკავშირში, უფრო უკეთ ცხოვრობენ. დღეს მთელი მსოფლიო ნათლად  ხედავს, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს, მრავალვექტორული პოლიტიკა  აწარმოეს, ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში არიან.

რა მოხდა აფხაზეთსა და ოსეთის აღიარების შემდგომ? ვის აძლევს ხელს ყველაზე მეტად ნატოში შესვლა საქართველოს დე ფაქტო მდგომარეობით? – ყველაზე მეტად დასავლეთში გარკვეულ წრეებს უნდათ.

არ მგონია, რომ მხოლოდ რუსეთის პოლიტიკა იყო აფხაზეთისა და ოსეთის  აღიარება. არა მგონია, რომ პუტინისთვისკარგია ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება. ხმამაღლა ვაცხადებ: ნატოში საქართველოს მიღებას იმიტომ ჩქარობენ, თანაც აფხაზეთის და ოსეთის გარეშე,   რომ აფხაზეთის ხელისუფლებასთან დასავლეთი სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს;  ისინი ელოდებიან საქართველოს ნატოში შესვლას, რათა დაიწყონ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შეყვანა ევროკავშირში, რატომ სჭირდება ეს დასავლეთს? იმიტომ, რომ დასავლეთს რუსეთის დაშლა უნდა, რადგან ევრაზიული კავშირის შიში აქვს.

თურქეთი ნატოს წევრი გახადეს, თუმცა იქ დემოკრატია რომ არ იყო , ეს სადავო არ არის. ევროპას ის სჭირდებოიდა გეოგრაფიული მდებარეობის გამო ახლა საუბარია მის ევროკავშირში მიღებაზე, რადგან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ შესაძლოა თურქეთი ევრაზიულ კავშირში გაერთიანდეს. ევრაზიულ კავშირში უკვე მოიაზრებენ ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც არის სირია, კორეა, ეგვიპტე და შესაძლებელია, თურქეთიც. ეს კი მსოფლიოს შიშის ზარს სცემს. ძალიან მოკლე პერიოდში ერთიანი კორიდორის, ერთიანი საბაჟო სისტემის შექმნის ძალა რუსეთი და პუტინი გახდევამ ამიტომ ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ებრძოლონ რუსეთსა და პუტინს.

პუტინი რუსეთისათვის წარმოუდგენლად საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა,  სტალინის შემდეგ რუსეთისათვის ასეთი რამ არავის გაუკეთებია. მაგრამ ჩვენ ამის აღიარება არ გვინდა. ჩვენ ამ ადამიანს პრიმიტიული მეთოდებით ვებრძვით. ჩვენი პოლიტიკოსები რატომღაც ფიქრობენ, რომ თუ  პუტინს აგინებენ, ეს კარგია, თუმცა ამისათვის მათთან ამერიკიდან დიდი თანხებიც მოდის.

საქართველო დაღუპეს  დასავლეთიდან დაფინანსებულმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან და ბუნებრივია მათ დაკვეთასაც ასრულებენ. ვინმეს მართლა გონია, რომ საქართველოში მასონები არიან? არა, უბრალოდ, ბოკერიები, მთელი  „ნაციონალები“ სექტანტები არიან, ხელის ბიჭები მასონებისა და მათ დაკვეთას ასრულებენ. ძალიან კარგად ხედავენ, რომ ევრაზიულ კავშირი  მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს უამრავი პრობლემის მქონე ევროპას. ევროკავშირს მომავალი არ აქვს და ბრიტანეთში უკვე პირდაპირ ლაპარაკობენ  ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით  რეფერენდუმის ჩატარებაზე. ის უკვე ავადმყოფი სსისტემა გახდა, გერმანიაც ამას ხმამაღლა აცხადებს, აღიარებს, რომ შეცდნენ, როცა ევროკავშირის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცნენ.

მდგომარეობა ძალიან რთულია. ოცი წელიწადი, რომელიც დავკარგეთ და ვერაფრით გავხდით  ნატოსა და ევროკავშირის წევრები, უბედურებაა იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც აქამდე გვყავდნენ: „მოქალაქეთა კავშირი“, ნაციონალები და ეხლა ახალი მთავრობაც შეუერთდა. შევარდნაძე  ამბობდა, რომ ათ წელიწადში ნატოში ვიქნებითო და ვერ განახორციელა, მისი გადაგდების საფუძველიც ეს იყო. სააკაშვილმა თქვა, აი, ნახეთ, ჩემი პრეზიდენტობის დროს გავხდებით ნატოს წევრი, მაგრამ რაც მოხდა ყველამ დავინახეთ. ახალი გამყიდველებიც ამას ილაპარაკებენ. ამასობაში ეს ქვეყანა დაიქცა. საქართველოს სჭირდება პოლიტიკოსები,რომელებიც ჩვენი ქვეყნის მდებარეობას კარგად გამოიყენებენ. და არა ისეთები, რომელბიც დაგვაქცევენ. საქართველოს და ქართველი ხალხის ამოცანაა, რომ ხელისუფლებაში მოიყვანოს ძალა, რომელიც გარედან არ იმართება. ძალა, რომელიც იმაზე არ ფიქრობს, როგორ აფასებენ პრეზიდენტს ან პრემიერს ამერიკასა თუ ევროპაში, არამედ იმზეს, თუ როგორ  აფასებს ამას ქართველი ხალხი.

არავინ მოელოდა, მაგრამ ივანიშვილი თვალებში უყურებს ამერიკის ელჩს. ყველა ნაბიჯის შემდგომ იმაზე ფიქრობს, როგორ შეაფასებენ  ამერიკაში, ასე იყვნენ შევარდნაძე და სააკაშვილიც.

სასაცილოა ივანიშვილის სიტყვები. თუ ჩემი ხალხი აირჩევს ილიას გზას, მეც მისი მსახური ვიქნებიო. არავის აქვს უფლება, თქვას, ჩემი ხალხი, არ ვართ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხალხი, ჩვენ ვართ საქართველოს ხალხი. უფრო სწორი იქნებოდა ივანიშვილს ეთქვა, საქართველოს მოსახლეობა რასაც  აირჩევს… საინტერესოა, იციან კი ილიას გზა? ილიას გზა იყო ფრთხილი ურთიერთობა რუსეთთამ. პიარდად მე ილიას გზის მიმდევარი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს არც  ერთი ხელისუფალი ამ გზის მიმდევარი არ აღმოჩნდა. ჩემი თხოვნა იქნება, გამოაქვეყნოთ ილია ჭავჭავაძის ნარკვევები  და იქნებ გაიგონ, საით მიდიოდა ილია.

მე ვნახე თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული ზვიად გამსახურდიას ხედვა, ეროვნული მოძრაობის წევრი დიდი ადამიანები შეიძლება საბჭოთა კავშირის დაშლისათვის იბრძოდნენ, მაგრამ ისინი არასდროს ლანძღავდნენ რუსეთს.  გამსახურდიამ უაღესად პოზიტიური ნაბიჯები გადადგა რუსეთის მიმართულებით, და სწორედ ამან შეაშინა დასავლეთი. რეალობაც ასეთია: გადადგამ პოზიტიურ ნაბიჯს რუსეთისკენ, გებრძვის დასავლეთი, ან პირიქით, ვერ მოიძებნა ისეთი ძალა, რომელიც ქართული  ინტერესებიდან გამოვიდოდა და სახელმწიფოს ამაზე ააგებდა.

წარმოვიდგინოთ, რომ ჩეჩნეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ინგუშეთი., ოსეთი – ესენი ყველანი დამოუკიდებელი ქვეყნები გახდნენ. რაც კავკასიაში ომის მუხტის შემოვარდნას  ნიშნავს და ჩვენ ახლო აღმოსავლეთად  ვიქცევით. ასეთ შემთხვევაში ვინც ყველაზე მეტად განადგურდება, საქართველო და მართლმადიდებლობა იქნება!  ჩვენ ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს, მაგრამ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, ვის რა მოეწონება. ივანიშვილის მთავრობა ცდილობს, ამერიკა არ გააღიზიანოს. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის ტელევიზიით და ამბობს, რომ რუსეთი არაცივილიზებული ქვეყანაა. ვერ წარმოვიდგენდი, თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ასეთ რამეს იტყოდა. რუსეთის ლანძღვა ქართული საქმის კეთებაა? ვიდრე პარლამენტში სხედან ბნელით მოცული და ამერიკისაგან დაბრმავებული, ქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ადამიანები, ჩვენი საშველი არ იქნება. დასავლეთის ფულით გამოკვებილი ადამიანების დრო უნდა დასრულდეს. საქართველოს უნივერსიტეტის მთელი ბიუჯეტი არ იყო იმდენი, რასაც დარჩიაშვილი და ჩვენი  დღევანდელი პრეზიდენტი  მარგველაშვილი  საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სოროსისა და თავისუფლების ინსტიტუტიდან ხელფასის სახით იღებდნენ. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები  გაანადგურე , მიწასთან გაასწორეს და წინ წამოწიეს ეს უსახური პოლიტიკოსები, რათა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ჩაედინათ.

არავის მონობის მომხრე არ ვარ, წარმოუდგენელია მოისმინო ის სიტყვები, რომლებიც ამერიკის ელჩმა თქვა და ამაზე პასუხი არ მოთხოვო. თურმე საქართველო აფხაზეთსა და ოსეთს ისევე ექცეოდა , როგორც თავად საქართველოს იმპერიული რუსეთიო. თანაც ამას ამბობს სტუდენტებთან  და ახალგაზრდებმა რეაქციის გარეშე  გაატარეს მისი ეს სიტყვები, რაც  უკვე ბევრ და ცუდ რაღაცაზე მეტყველებს. მინდა ვიფიქრო, რომ ამ აუდიტორიაში სტუდენტები  სპეციალურად  შეარჩიეს. თორემ 80% ასე ნამდვილად არ ფიქრობს. დუმს ნორლანდის ამ სიტყვებზე საქართველოც, უფრო მეტიც,  ექსპერტები ამბობენ „მას ასე არ უთქვამს“ მისი სიტყვები ცუდად არ უნდა გავიგოთ“ და ა.შ. გამგებმა ყველაფერი ზუსტად უნდა გაიგოს, მით უმეტეს, რომ ამერიკის ელჩმა ერთ-ერთ გადაცემაში გასაგებად თქვა, რომ ჩვენ და რუსეთი უფრო დიდი მეგობრები ვართ, ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერს ამიტომ თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ აფხაზებს და ოსებსო. ჩვენ ერთმანეთ ს ბოდიშს მოვუხდით, თუ არა, არავისი საკარნახო არაა.

ჩემი აზრი ასეთია: უნდა დაიწყოს დიდი ეროვნული მოძრაობა. ვისაც სისხლი გვაქვს. ვისაც ქართული ცნობიერება გვაქვს და არავისი მონობა არა გვსურს. გაზაფხულზე ყველამ უარი უნდა ვუთხრათ გარედან მართულ ძალას, მათ საქართველოსთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ, 20 წელი გავიდა ტყუილში ცხოვრებით.

 

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *