(reportiori.ge) თემურ შაშიაშვილი: ქართული მიწა რომ ქართველებს აღარ დარჩათ, მერაბიშვილი და ადეიშვილი ამისთვის უნდა გასამართლდნენ!

img„თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის გასამართლებისთვის მხოლოდ 26 მაისის ეპიზოდი ცოტაა. როგორც „რეპორტიორის” პრესკლუბში შაშიაშვილმა განაცხადა, ქართული მიწა, რომ ქართველებს აღარ დარჩათ, მერაბიშვილი სწორედ ამისთვის უნდა გასამრთლდეს.

„26 მაისის ეპიზოდზე, არა ვანო მერაბიშვილი, არამედ, მთლიანაd რეჟიმი და მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს. მერაბიშვილი და ადეიშვილი კი უნდა გასამართლდეს იმისათვის, რომ მათ რეალურად შექმნეს პოლიციური სახელმწიფო, დაატერორეს ბიზნესი კეზერშვილთან ერთად. მერაბიშვილმა და ადეიშვილმა შექმნეს საქართველოდან მოსახლეობის გაყვანის და საქართველოში არაქართული ცნობიერების მოსახლეობის შემოყვანის ინდუსტრია. დღეს ცალკეულ სოფლებში კი არა, თითქმის სოფელი არ არის, სადაც ვერ ნახავ არაბს, ჩინელს ან ინდოელს. ეს მექანიზმი შექმნეს სწორედ ამ ორმა პიროვნებამ. ჩვენს ქვეყანას ასეთი რამის გაძლება არ შეუძლია. ვანო მერაბიშვილი არის მიწის მსოფლიო მაფიოზი. 26 მაისით მერაბიშვილს უმსუბუქებენ იმ უბედურებებს, რაც ჩადენილი აქვს. ქართული მიწა, რომ ქართველებს აღარ დარჩა, ამისთვის უნდა გასამარლდეს, თუ დემოკრატიული საქართველო გვინდა”, -განაცხადა შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *