(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: ჩვენი ღირსების ამბავია, რომ 26 მაისის საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული!

Sequence 01.Still016მოძრაობა „თეთრების” ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა 25 მაისის ღამეზე ისაუბრა. როგორც „რეპორტიორის” პრესკლუბში შაშიაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ღამეს, ხალხს სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებიც არბევდნენ.

„ჩვენება მივეცი და მზად ვარ დაკითხვაზე კიდევ მივიდე. ჩვენი სურვილი იყო, რომ სასამართლო პროცესი ღია ყოფილიყო. ვიცი, რომ პროკურატურა გვარებს მკითხავს, ყველას გვარი ვიცი, ვინც გვირტყამდა. პროკურატურას მივმართავ, რომ ყველანი გამგეობის და სახელმწიფო სამსახურის მუშაკები იყვნენ. ბატონო პრემიერო, ვინც მაშინ ნიღბით იდგა და გვცემდა, თქვენს ირგვლივ ტრიალებს, ეს არ უნდა აპატიოთ. ჩვენი ღირსების ამბავია, რომ 26 მაისის საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული”, – განაცხადა შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *