(sazogadoeba.ge)ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების არც შეუფასებლობა ვარგა, მაგრამ არც მისი მნიშვნელობის გადაფასება.

თეთრების“ ლიდერის შეფასებით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების არც შეუფასებლობა ვარგა, მაგრამ არც მისი მნიშვნელობის გადაფასება.
„საქართველოში სახელმწიფოებრივი პოლიტიკა 20 წელია ემოციის ტყვეობაშია. ტყუის ის, ვინც აზვიადებს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას და ტყუიიან ისინიც, რომლებიც აკნინებენ მას. ერთნიც და მეორენიც ემოციით მოქმედებენ და საკუთარ დროებით პოლიტიკურ კეთილდღეობაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე ქვეყანაზე, რადგან ერთსაც და მეორესაც გარედან პატრონები უჩნდებიან სერიოზული ფინანსებით და ორგანიზაციით. ძალა არც ევროკავშირის და არც ამერიკის ქება – დიდებას უნდა რუსეთის გასაღიზიანებლად და არც რუსეთისკენ სწრაფვას ამერიკა – ევროპის გასაღიზიანებლად. ძალა ქართული გზის მოძებნას უნდა, რომელიც ნაკლებად გააღიზიანებს ვინმეს. რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობისა და ქართველი ხალხისათვის იქნება კარგი. არც გაფეტიშება, არც დაკნინება, მაგრამ მომავლის საქართველოზე ორიენტირებული ზომიერება, – ასეთია ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი და ეროვნული გზა. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის გარე ძალებთან კონფრონტაციის გზა, მით უფრო, უცხო ქვეყნებთან. სწორედ ეს არის თანამშრომლობის გზა, რომელიც ყველასთვის კარგი შედეგით დამთავრდება“-აცხადებს თემურ შაშიაშვილი.



