თემურ შაშიაშვილი: დადგა განახლებული ეროვნული მოძრაობის დაწყების დრო

 

198941_137527276315997_2345779_n„თეთრების“ ლიდერის თქმით ევროკავშირისა და ნატოსკენ დიდი სისწრაფით სვლამ შესაძლოა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

„საქართველო დღეს კოსმოსური სიჩქარით აპირებს წასვლას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე. კი ბატონო, ევროპა აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მე არ ვიცი, ეს წერია თუ არა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაში,  რასაც ხელი მოეწერა. ფაქტი ერთია, რუსეთი ხმას  არ იღებს და უხარია, რომ ჩვენ ამ გზით მივდივართ. პუტინი წყნარადაა, მშვიდად, მას საქართველოში მეტი არაფერი სჭირდება. ეჭვია  რომ მან სიტუაცია განგებ მიუშვა“.

თემურ შაშიაშვილს შემაშფოთებლად მიაჩნია, ამერიკის ელჩის განცხადება აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით:„როცა საქმე იქამდე მივიდა, რომ ამერიკის ელჩი გვკარნახობს ვის მოვუხადოთ ბოდიში, ჩემი აზრით ეს უკვე დიდი კატასტროფაა. თქვენ წარმოიდგინეთ, რუსებს ისიც არ აწყობთ, რომ აფხაზეთი და ცხინვალი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ რადგან ისინი ამ შემთხვევაში თავისთავად მოწყდებიან რუსულ ორბიტას.“

„თეთრების“ ლიდერს  მიაჩნია, რომ დადგა განახლებული  ეროვნული მოძრაობის დაწყების დრო. მისი თქმით ეს ან ახალმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ეს, ან არადა გამოჩნდებიან ძალები და ეს მოხდება გაზაფხულზე. ვისაც ქართული ცნობიერება გვაქვს, უნდა ვიფიქროთ განახლებულ ეროვნულ მოძრაობაზე. სხაგვარად ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს.“  – აცხადებს „ თეთრების“ ლიდერი.

 

პრეს-ცენტრი

03.12.2013წ.

დაეგზავნა საინფორმაციო სააგენტოებს

geonews.ge

ghn.ge

newposts.ge

news.ge

reportiori.ge

medianews.ge

timer.ge

newstime.ge

geotimes.ge

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *