თემურ შაშიაშვილი: საქართველოში სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ოცი წელია ემოციის ტყვეობაშია

.

14„თეთრების“ ლიდერის შეფასებით ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების არც შეუფასებლობა ვარგა, მაგრამ არც მისი მნიშვნელობის გადაფასება.

„საქართველოში სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ოცი წელია გონებადაკარგულია – ემოციის ტყვეობაშია. ტყუის ის, ვინც აზვიადებს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას და ტყუის ისიც, რომლებიც აკნინებენ მას. ერთნიც და მეორენიც ემოციით მოქმედებენ და საკუთარ დროებით პოლიტიკურ კეთილდღეობაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე ქვეყანაზე, რადგან ერთსაც და მეორესაც გარედან პატრონები უჩნდებიან სერიოზული ფინანსებით და ორგანიზაციით. გონება კი წინა პლანზე ზომიერებას აყენებს. ძალა, არც ევროკავშირის და არც ამერიკის ქება – დიდებას უნდა რუსეთის გასაღიზიანებლად და არც რუსეთისკენ სწრაფვას ამერიკა – ევროპის გასაღიზიანებლად. ძალა ქართული გზის მოძებნას უნდა, რომელიც ნაკლებად გააღიზიანებს ვინმეს. რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ხალხისათვის იქნება კარგი. არც გაფეტიშება, არც დაკნინება, მაგრამ მომავლის საქართველოზე ორიენტირებული ზომიერება, – ასეთია ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი და ეროვნული გზა, ჩვენი დიდი წინაპრების გზა, რომელსაც გარედან პატრონი არ ჰყავს, არც ეყოლება და ჩვენ თვითონ უნდა ვიქცეთ ამ გზის დამცავად, და საბოლოო მიზნამდე მიმყვანადაც. პრინციპული ხაზგასმა – ეს არ არის გარე ძალებთან კონფრონტაციის გზა, მით უფრო, უცხო ქვეყნებთან. სწორედ ეს არის თანამშრომლობის გზა, რომელიც ყველასთვის კარგი შედეგით დამთავრდება: – აცხადებს “თეთრების” ლიდერი

„თეთრების“ პრეს-ცენტრი
03.12.2013წ

დაეგზავნა სააგენტოებს: მედიანიუსი, ნიუპოსტი, ნიუს.ჯი, საზოგადოება.ჯი, რეპორტიორი.ჯი ,ჯეონიუსი, თაიმერი,  გურიანიუსი, ჯი-ეიჩ-ენი, ჯეოთაიმსი, ნიუსპრესი

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *