(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: ევროპა ფულს რუსეთის დამარცხებაში ხარჯავს!

imgმოძრაობა „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ამ დღეებში უკრაინაში იმყოფებოდა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების თვითმხილველი პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ორმაგ სტანდარტებს აქვს ადგილი.

„დღეს უკრაინაში იბრძვის ორი ძალა: ვითომ ევროპული და რუსული. ვისაც შინაგანად უკრაინული განწყობა აქვს, ის ნაკლებად მონაწილეობს ამ პროცესებში. ისევე, როგორც საქართველოში. პოსტსაბჭოთა სივრცეში ადგილი დაკავებული აქვს გაჭირვებას. ტრიბუნებზე ლაპარაკობენ, რომ უნდათ ევროპა, ხოლო პირად საუბრებში ამბობენ, გვინდა ევროკავშირიც და რუსეთიცო”, – აცხადებს შაშიაშვილი.

ამავე დროს, „თეთრების” ლიდერი აღნიშნავს, რომ ბოლო დროს ევროკავშირის დამოკიდებულება უკრაინისადმი არის შეურაცხმყოფელი.
„მთელი ქვეყნის მომავალი დაიყვანეს ერთ ადამიანამდე, ანუ იულია ტიმოშემკოს სამკურნალოდ გაშვებამდე. გარდა ამისა, არავითარ ეკონომიკურ გარანტიებს ევროპა არ იძლევა, უკრაინაში ზამთარი ძალაშია შესული და რუსეთს შეუძლია მკვეთრად გააუარესოს სიტუაცია. თუ 28 ნოემბერს უკრაინა მოაწერდა ხელს ასოცირების ხელშეკრულებაზე, რუსეთი ყველა გზას გადაკეტავდა და ცხოვრება უცებ გაძვირდებოდა, ანუ ფასები გასამმაგდებოდა. ეს მაშინ, როცა ევროკავშირი ერთ ევროსაც არ იძლევა. იანუკოვიჩმა , რომლის მიმართაც სულაც არ ვარ კეთილგანწყობილი, ევროკავშირს მოთხოვა 160 მილიარდი ევრო, ეს არის რუსეთზე უარის თქმის საფასური”, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით, ევროპა დღეს ფულს ხარჯავს არა იმაში, რომ უკეთესად იცხოვრონ ადამიანებმა, არამედ რუსეთის დამარცხებაში, ხოლო რუსეთიც იგივეს აკეთებს – ფულს ხარჯავს იმაში, თუ როგორ შეეწინააღმდეგოს ევროპას.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *