(sazogadoeba.ge)„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერს აპატიებს, ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არაფერს არ ვაპატიებთ”

temiri„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერს აპატიებს, ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არაფერს არ ვაპატიებთ”

თემურ შაშიაშვილი სამართლიანობის აღდგენის შეფერხების პროცესებს უარყოფითად აფასებს. მას მიაჩნია, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების მთავარი მოთხოვნა სწორედ სამართლიანობის აღდგენა იყო. ის ახალ ხელისუფლებას მიმართავს, მიუხედავად დასავლეთის დიდი წნეხისა, გაბედულად იმოქმედოს.

„მოვუწოდებ ახალ ხელისუფელბას, იმოქმედოს გაბედულად. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, იმოქმედოს გაბედულად. ამასვე ვეუბნები პრეზიდენტ მარგველაშვილს. რასაც ხალხი გთხოვთ, ის გააკეთეთ. უნდა აღადგინოთ სამართლიანობა. არც არავინ უნდა დავსაჯოთ ზედმეტად და არც არავის არ უნდა ვაპატიოთ დანაშაული. თუ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერს აპატიებს, ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არაფერს არ ვაპატიებთ…“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *