(reportiori.ge) თემურ შაშიაშვილი: „რესპუბლიკელების“ პროექტი დღის წესრიგში სხვა რეგიონების დაკარგვასაც დააყენებს!

 

198941_137527276315997_2345779_n„იმ პროექტით, რომელიც „რესპუბლიკელებს” შემოაქვთ, სხვა რეგიონების დაკარგვის საკითხსაც დააყენებს დღის წესრიგში”, – ამის შესახებ მოძრაობა „თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა დღეს, „რეპორტიორში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

თეიმურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს საქართველოში პრიმიტიულად აფასებენ, რითაც პუტინის საქმე კეთდება. 

„საქართველოში პუტინს სულელს უწოდებენ. მე მას ასე არ აღვიქვამ და ამაშია ჩემი ძალა. მე ვხედავ, რომ სტალინის შემდეგ რუსეთს ასეთი ხელისუფალი არ  ჰყოლია და ჩვენი ასეთი დამოკიდებულება, მისი ლანძღვა-გინება და პრიმიტიულად ყურება, ეს პუტინის საქმის გაკეთებაა. პუტინი არ არის პრიმიტიული, მას აწყობს ის რასაც საქართველოში ქართველები ვაკეთებთ, ასევე ისიც, რასაც საქართველოში დასავლეთი აკეთებს და არის წყნარად. მას არაფერში არ სჭირდება ჩარევა. გამოაცხადა ორი რეგიონი დამოუკიდებლად და თუ ჩვენ ამ გზით ვივლით და დასავლეთისგან მართვადი ვიქნებით, მუდმივად დაიცავს იმ ორ რეგიონს. საქართველო არა მარტო ამ ორ რეგიონს დაკარგავს, არამედ, იმ პროექტით, რომელიც „რესპუბლიკელებს” შემოაქვთ, სხვა რეგიონების  დაკარგვის საკითხსაც დააწყენებს დღის წესრიგში”, – განმარტა თემურ  შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *