(geworld.ge) მინდა ვიყო მათ შორის, ვინც ხალხს დაუბრუნებს პოლიტიკოსების მიერ წართმეულ საქართველოს”

 

"მინდა ვიყო მათ შორის, ვინც ხალხს დაუბრუნებს პოლიტიკოსების მიერ წართმეულ საქართველოს" თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს მიაჩნია,რომ  საქართველოს უბედურებაა  გარედან მართვადი პოლიტიკური ძალები. ამის შესახებ მან ისაუბრა დღეს,  ”რეპირტიორის” პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ის, რაც დღეს საქართველოს  არ აკლია, არამედ დამანგრევლად ბევრი აქვს,  გარედან მართვადი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიებია  და რაც დღეს  საქართველოს აკლია –  ეს არის  ქართული განწყობის, ქართველი ხალხის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური  პარტიები და არასამთავრობოები.  – აცხადებს თემურ შაშიაშვილი .მისი თქმით ქვეყნის გარედან დიდი  ფულის მასა შემოედინება პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობოების დასაფინანსებლად.„ ჩვენ ვხედავთ ორ დაპირისპირებულ ბანაკს. ერთი  დასავლეთიდან ფინანსდება, ხოლო მეორე – რუსეთიდან. ამ ორი ბანაკის ომში იკარგება საქართველო. ამავე დროს კი . ქართული განწყობის პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე   საინფორმაციო საშუალებები,  დღეს სულს ღაფავს.“ – მიაჩნია თემურ შაშიაშვილს, – კატასტროფაა, რომ პოლიტიკოსებმა არა მარტო ხალხს,  არამედ სახელმწიფო კაცებს, მოაზროვნე ადამიანებს წაართვეს საქართველო და ვიდრე არ დაბრუნდება საქართველოში ქართული განწყობა, განათლებული, მოაზროვნე ადამიანების განწყობა, მანამ ქვეყანაში მძიმედ იქნება საქმე.მინდა ვიყო იმ პოლიტიკოსთა შორის, ვინც ყველაფერს გააკეთებს რათა  ხალხს, მოაზროვნე ადამიანებს დაუბრუნდეს პოლიტიკოსების მიერ  წართმეული საქართველო“.

“თეთრების” ლიდერი ამაყობს იმით, რომ მეცნიერებათა აკადემიამ, რომელმაც სხვადასხვა პარტიების პროგრამები შეისწავლა,  უმაღლესი შეფასება მისცა მისი პარტიის პროგრამას. თუმცა მისი თქმით პარტია “თეთრები”,  რომელიც ძირთადად მეცნიერებისა და ინტელექტუალებისგან შედგება და საკუთარ რიგებში ითვლის 7 ათასზე მეტ წევრს, ნაკლებადაა საინტერესო დასავლეთის თუ რუსეთის გარკვეული წრეებისთვის, ვინც თავიანთი მიზნებისთვის გარკვეულ  დასაყრდენს ეძებს საქართველოში.
პრეს-ცენტრი

09.12.2013წ
http://www.tetrebi.org/?p=13110

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *