(ახალი თაობა)„ნაცმოძრაობა“ კვლავ გვემუქრება


382332_607204129293581_752023127_nრთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა და პარლამენტში მომხდარმა ალიაქოთმა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ყურადღების მიღმა დატოვა. რამდენიმე დღის წინ ვანო მერაბიშვილმა საკმაოდ სკანდალურიგანცხადება გააკეთა,

 – დღეს რომ 26 მაისი ყოდილიყო, იგივე ბრძანებას გავცემდი და ყველაფერს იგივეს გავაკეთებდი, როგორც გავაკეთე – განაცხადა სასამართლო პროცესზე მერაბიშვილმა.

 2011 წლის 26 მაისს მართლაც გაუგონარი სისასტიკე იყო  ჩადენილი. წესით და რიგით, მერაბიშვილი ამას უნდა ნანობდეს, მას კი სინანულის არაფერი ეტყობა.

 

პარტია თეთრების გენერალური მდივნის ზურაბ ხასიას განცხადებით, ამ სიტყვებით მერაბიშვილმა დაამტკიცა, არათუ აღიარებს დანაშაულებრივი ბრძანების გაცემას და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, პირიქით, გამართლებულად მიაჩნია იმ ავბედით ღამეს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ სასაკლაოს მოწყობა.

 

– ვანო მერაბიშვილმა, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტიის გენერალურმა მდივანმა, თავისი ცინიზმით და თავხედობით დაადასტურა ის, რასაც ჩვენ, „თეთრები“ ყოველთვის ვამტკიცებდით: „ნაცმოძრაობა“ არის დამნაშავე ორგანიზაცია, პოლიტიკური  სექტა,  რომელიც თავისი არსით არის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და არასდროს შეიცვლის სახეს. ის უნდა გასამართლდეს, როგორც დამნაშავე ორგანიზაცია.

სამწუხაროა, რომ 1 ოქტომბრის გამარჯვების შედეგად ხალხის მიერ არჩეული მმართველი ძალა ვერ ასრულებს მოსახლეობის დაკვეთას. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც აღდგენილ სამართლიანობას, ვერც დასჯილ მკვლელებსა და ჯალათებს. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს მიუხედავად საკმარისზე მეტი სამხილისა. ზოგიერთი კი კვლავ თანამდებობაზე რჩება, ან წინაურდება… ათასობით დაჩაგრული და დაზარალებული კი ამაოდ ელის სამართალის აღდგენას.

ვანო მერაბიშვილის ბოლო განცხადებაც იმის დასტურია, რომ სამწუხაროდ, მმართველი ძალა ან ვერ, ან არ ახერხებს 1 ოქტომბერს ხალხისათვის მიცემული დანაპირების შესრულებას. ის სრულ ლოიალობას უცხადებს დამნაშავე პოლიტიკურ პარტიას. უფრო მეტიც, კოალიციის ზოგიერთი ლიდერის განცხადებით, მათთვის დემოკრატიის მთავარი მიზანია „ნაცმოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის გადარჩენა და მისთვის სახის შენარჩუნება და სამწუხაროდ, ეს ერთადერთია, რასაც „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით წარმატებით ახორციელებს, – აცხადებს ზურაბ ხასია

მისი თქმით, პარტია „თეთრები“, ვინც უშუალო მონაწილე იყო 26 მაისის მოვლენებისა, როგორც დაზარალებული მხარე, პროტესტს გამოთქვამს შსს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცინიკური გამონათქვამის გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს იმ ავბედით ღამეს „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და საკადრისი პასუხი მიუზღოს დამნაშავეებს.

– ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად დაიწყოს სამართლიანობის აღდგენის პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი ამ პროცესს თავად დაიწყებს. ჩვენ ამ ბრძოლაში ხალხთან ერთად ვიქნებით, – ამბობს „თეთრების“ გენმდივანი

შორენა მარსაგიშვილი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *