(sazogadoeba.ge)„ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური სექტაა”

„ნაციონალური მოძრაობა"  პოლიტიკური სექტაა"

„ნაციონალური მოძრაობა,, არის პოლიტიკური სექტა, რომელიც მამხილებელი განცხადებებით აშანტაჟებს თავის ყოფილ წევრებს” – ამის შესახებ განცხადებას პარტია ,,თეთრები” ავრცელებს.

„ქვეყნის მთავარი პროკურორი, ფარცხალაძე, რომელიც მიუხედავად საეჭვო წარსულისა, ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროკურატურაში მაღალ თანამდებობას იკავებდა, როგორც ჩანს მისაღები იყო ნაციონალური მოძრაობისთვის., რადგან იდგა მის სამსახურში და მისი წარსული არავის აღელვებდა. როგორც კი ფარცხალაძე გამოეყო ნაციონალურ სექტას და კანონის აღსრულებას შეუდგა, მისმა ძველმა თანაპარტიელებმა მაშინვე აამოქმედეს სექტის კანონი და მამხილებელი განცხადებებით ცდილობენ ყოფილი თანაგუნდელის დასჯას.

70 მილიონის გაფლანგვასა და მითვისებაში ბრალდებული თბილისის მერის განცხადება ერთის მხრივ ემსახურება გენერალური პროიკურორის ნეიტრალიზებას, ხოლო მეორეს მხრივ ეს სექტის სხვა წევრების გაფრთხილებაცაა, რომ ნაციონალური მონოლითის დატოვების შემთხვევაში მათ აუცილებლად გაუხსენებენ წარსულ ცოდვებს.

„თეთრების“ მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში „ნაციონალური“ მართვის სისტემა იყო დანაშაულებრივი და საჭიროა სწორედ დამნაშავე სისტემის მხილება და გასამართლება.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვებრძვით არა დანაშაულებრივი სისტემას, არამედ კონკრეტულ პიროვნებებს. რაც არის სისუსტის მაჩვენებელი. სისტემის შეცვლას გაცილებით დიდი ძალისხმევა სჭირდება. რაც ვერავინ მოახერხა და კონკრეტულ პიროვნებებთან ბრძოლაზე არიან გადასული. ,,ნაციონალური” სექტის გასამართლება გაცილებით სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისათვის, ვიდრე მისი ცალკეული ლიდერების დაჭერა.“

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *