(geonews.ge)„ნაციონალური“ მოძრაობა არის პოლიტიკური სექტა, რომელიც მამხილებელი განცხადებებით აშანტაჟებს ყოფილ თანაგუნდელებს

„ნაციონალური“ მოძრაობა არის პოლიტიკური სექტა, რომელიც მამხილებელი განცხადებებით აშანტაჟებს თავის ყოფილ წევრებს, – ნათქვამია მთავარი პროკურორის ნასამართლეობასთან დაკავშირებით პარტია „თეთრების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქვეყნის მთავარი პროკურორი, ფარცხალაძე, რომელიც მიუხედავად საეჭვო წარსულისა, ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროკურატურაში მაღალ თანამდებობას იკავებდა, როგორც ჩანს, მისაღები იყო ნაციონალური მოძრაობისთვის, რადგან იდგა მათ სამსახურში და მისი წარსული არავის აღელვებდა. როგორც კი ფარცხალაძე გამოეყო ნაციონალურ სექტას და კანონის აღსრულებას შეუდგა, მისმა ძველმა თანაპარტიელებმა მაშინვე აამოქმედეს სექტის კანონი და მამხილებელი განცხადებებით ცდილობენ ყოფილი თანაგუნდელის დასჯას.
70 მილიონის გაფლანგვასა და მითვისებაში ბრალდებული თბილისის მერის განცხადება ერთის მხრივ ემსახურება გენერალური პროიკურორის ნეიტრალიზებას, ხოლო მეორეს მხრივ ეს სექტის სხვა წევრების გაფრთხილებაცაა, რომ ნაციონალური მონოლითის დატოვების შემთხვევაში მათ აუცილებლად გაუხსენებენ წარსულ ცოდვებს. სამწუხაროდ, ჩვენ ვებრძვით არა დანაშაულებრივი სისტემას, არამედ კონკრეტულ პიროვნებებს, რაც არის სისუსტის მაჩვენებელი. სისტემის შეცვლას გაცილებით დიდი ძალისხმევა სჭირდება. რაც ვერავინ მოახერხა და კონკრეტულ პიროვნებებთან ბრძოლაზე არიან გადასული.”ნაციონალური” სექტის გასამართლება გაცილებით სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისათვის, ვიდრე მისი ცალკეული ლიდერების დაჭერა“,“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„თეთრების“ აზრით, ქვეყანაში „ნაციონალური“ მართვის სისტემა იყო დანაშაულებრივი და საჭიროა სწორედ დამნაშავე სისტემის მხილება და გასამართლება.



