თემურ შაშიაშვილი : ეს სექტა ბერტოლეს მარილივით უნდა დაიშალოს

 

misha_1492თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ მთავარი პროკურორის მიმართ გაჟღერებული ბრალდება სხვა არაფერია, თუ არა სექტის განდგომილი წევრის მიმართ შურისძიება. რადგან ნაცმოძრაობა მისი აზრით არის არა პოლიტიკური პარტია, არამედ დანაშაულებრივი სექტა თავისი კანონებით.

„ნაციონალური მოძრაობა გახლავთ უსაშინლესი სექტა, რომლის ყველა წევრი ერთმანეთთან დაკავშირებულია ფულით, ანდა დანაშაულით.  ყველა მათგანი, რაღაც საშინელ დანაშაულში არის გახვეული. სექტის ერთერთი შემკვრელი სწორედ ეს არის. იქიდან წამოსვლის შემთხვევაში ადამიანს სერიოზული პრობლემები შეექმნება. აქედან გამომდინარე, ნაცმოძრაობის  წინააღმდეგ, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის წინააღმდეგ, ბრძოლა არის დიდი შეცდომა. ამ შეცდომას უშვებს როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება.  – აცხადებს პარტია თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი. – ყველამ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ნაციონალური მოძრაობა დასრულდეს და ეს სექტა გასამართლდეს. ეს სექტა ბერტოლეს მარილივით უნდა დაიშალოს. თუ ამას ეს ხელისუფლება არ გააკეთებს, ის უნდა შეიცვალოს. ამის ვადა `ქართულ ოცნებას~ გაზაფხულამდე აქვს. მე მივმართავ ყველას, ვისაც გული და სული შემორჩა. ან ვაიძულოთ ხელისუფლება, წავიდეს სწორი გზით, ან გავათავისუფლოთ ქვეყანა როგორც ნაციონალური ურდოებისაგან ასევე კასტური მართვისაგან”

 

26.12.2013წ

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *