„ სააკაშვილი გარკვეულმა ძალებმა წაიყვანეს, რათა ახლოს ჰყავდეთ“

თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ სააკაშვილი ამერიკაში თავისი ნებით კი არ გაემგზავრა, არამედ ის „გარკვეულმა ძალებმა წაიყვანეს, რათა ახლოს ჰყავდეთ“
„ნაცმოძრაობა არის ქვეყნის გარეთ მასონების მიერ შექმნილ ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობას და ეროვნულობას ებრძვის, მათ მძიმე კვალი დატოვეს საქართველოში. სააკაშვილი თავისი ნებით კი არ წავიდა ამერიკაში. ის ამ ძალებმა წაიყვანეს, უნდათ, რომ ახლოს ჰყავდეთ. სააკაშვილი მან ძალიან ბევრი იცის, მის ხელთ არსებული ინფორმაციის გაჟღერება ვაშინგტონისთვის კარგი არ იქნება.. სწორედ იმისთვის წაიყვანეს, რომ ზედმეტი არ ილაპარაკოს.
ამერიკელებმა ყველაზე უკეთ იციან, რომ ის დემოკრატი არ არის და არც არასდროს იქნება. შესაბამისად, მას არც ლექციებს არ წააკითხინებდნენ დემოკრატიაზე. ამერიკელებმა ისეთი რამეები აკეთეს მისი ხელით, რომ საჭიროა მისი გაკონტროლება. – აცხადებს თეთრების ლიდერი
პრეს-ცენტრი
26.12.2013წ



