ქვეყანა იმართება კასტური პრინციპით

GEORGIA-POLITICS-PRESIDENCY-BUILDINGსააკაშვილის დროს ქვეყანას მართავდნენ სექტის პრინციპით. დღეს  კი სექტა შეცვალა კასტამ,და  ქვეყანა იმართება კასტური პრინციპით, როცა  ხელისუფლებაში ხალხს არჩევენ არა ქვეყნისადმი ერთგულების, არამედ პირადი ერთგულების ნიშნით.  –  აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი.  –  სამწუხაროდ, პირადი ერთგულება გახდა ქვეყნის მართვის შემადგენელი ნაწილი. ქვეყნის ერთგულება არაფრად არ ითვლება. დასავლეთში ხელისუფლებაში  უცნობს  არ ირჩევენ, საქართველოში კი პირიქით ხდება – ხელისუფლებაში სულ უცნობი ხალხი მოჰყავთ. ასე იქცეოდა ყველა მთავრობა. არც ერთი ასეთი უცნობი ქვეყანას არ გამოადგა. თეთრების ლიდერისთვის მიუღებელია ასევე ხელისუფლებაში ძალიან ახალგაზრდა კადრების მოყვანა. მისი თქმით მსგავსი რამ არსად არ ხდება მსოფლიოში.

„მსოფლიოში ყველგან ეძებენ გამოცდილ ხალხს. ჩვენთან კი მოჰყავთ სრულიად გამოუცდელი  25-26 წლის გოგო-ბიჭები   ჩვენთან შრომის წიგნაკებს მინისტრად დანიშვნისას ხსნიან, მსგავსი არ ხდება არსად. გადრა ამისა,  ხელისუფლებაში მყოფმა ყველა პირმა იცის, რომ იმ ადგილას დიდხანს ვერ იქნება. ასეთი არასტაბილურობა ამ ადამიანებს აიძულებს, მოკლე პერიოდში რაც შეიძლება ბლომად ფული იშოვოს. თეთრების ლიდერი უარყოფითად აფასებს ახლობლების დასაქმების პრაქტიკას, რაც  მისი თქმით დამღუპველია ქვეყნისთვის. გამოსავალი სისტემურ ცვლილებებშია, მიაჩნია თემურ შაშიაშვილს.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *