(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი დავით უსუფაშვილს დებატებში იწვევს

 img

მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მზაობას გამოთქვამს, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ღია სატელევიზიო დებატებში მიიღოს მონაწილოება და დაუმტკიცოს დავით უსუფაშვილს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა დანაშაულებრივია.

„პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც თქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის უნიკალურ რეფორმას ვიწყებთო, მე ვამბობ, რომ ეს არის არა უნიკალური, არამედ დანაშაულებრივი რეფორმა. მე მზად ვარ, ღია დისკუსიაში მივიღო მონაწილოება, სადაც ვიწვევ პარლამენტის თავმჯდომარეს. იმ თავმჯდომარეს, რომელმაც თქვა, მე ორი დიდი პოლიტიკოსი ვიცი ქვეყანაშიო, ერთ-ერთი კი მე დამასახელა. მოგმართავთ ბატონო დავით, დავსხდეთ პირდაპირ ეთერში და მე შევეცდები დაგიმტკიცოთ, რომ ის რეფორმა, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ჰქვია, არის დანაშაულებრივი“, – განაცხადა „რეპორტიორის“ პრესკლუბში თემურ შაშიაშვილმა.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *