ნაციონალებმა ციხეც კი პოლიტიკურ ტრიბუნად აქციეს

images (27)„თეთრების“ ლიდერის თთქმით,  ახალ  ხელისუფლებაში დამნაშავეების დასჯის პოლიტიკური  ნება არ არსებობს. ამით სარგებლობს ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან. მისი თქმით ნაციონალური მოძრაობა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის  ყველა ტრიბუნას იყენებს, მათ შორის ციხესაც.

„ყველამ კარგად იცის, სად  არის ზურაბ ადეიშვილი.  მაგრამ დღეს  არავის ინტერესებში არ შედის მისი დაკავება. ამასობაში კი ადეიშვილი და ნაციონალების ერთი ჯგუფი ევროპაში  გამალებით მუშაობს. მის ხელში დიდძალი თნხებია რომლებსაც ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის იყენებს, სააკაშვილი ამერიკის სპეცსამსახურებთან მუშაობს. ყველგან ჰყავთ ხალხი. მათ შორის არის სერიოზული კავშირი. თუ ესენი არ დამარცხდნენ, საქართველოს მომავალი არა აქვს. ეს კი  დამარცხება იოლი არ არის. მარტო  ერთგული ხალხი ამ ბრძოლაში არაა საკმარისი, ამ ბრძოლაში პრიფესიონელებია საჭირო, მიაჩნია თეთრების ლიდერს.

„ნაციონალები ყველა სიბრტყეზე მუშაობენ. მერაბიშვილის მეშვეობით ციხეც კი პოლიტიკურ ტრიბუნად აქციეს, ხალხი ნახავს, რომ ქვეყნის სათავეში ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც დამნაშავე რეჟიმის გასამართლება ვერ შეძლო.  გაზაფხული ძალიან მძიმე იქნება“.

26.12.2013

 

 

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *