(timer.ge)”სააკაშვილის დროს ქვეყანას სექტის პრინციპით მართავდნენ, დღეს სექტა კასტამ შეცვალა”

 

ქვეყნის მართვის შემადგენელი ნაწილი, სამწუხაროდ, პირადი ერთგულება გახდა, ქვეყნის ერთგულება კი არაფრად ითვლება – ამის შესახებ “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, დასავლეთში ხელისუფლებაში  უცნობს  არ ირჩევენ, საქართველოში კი პირიქით ხდება – ხელისუფლებაში უცნობი ხალხი მოჰყავთ.

“სააკაშვილის დროს ქვეყანას სექტის პრინციპით მართავდნენ. დღეს  კი სექტა კასტამ შეცვალა და  ქვეყანა კასტური პრინციპით იმართება, როცა  ხელისუფლებაში ხალხს არჩევენ არა ქვეყნისადმი ერთგულების, არამედ პირადი ერთგულების ნიშნით”,  –  აცხადებს “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

“თეთრების” ლიდერისთვის ასევე მიუღებელია ხელისუფლებაში ძალიან ახალგაზრდა კადრების მოყვანა. მისი თქმით მსგავსი რამ მსოფლიოში არსად ხდება.

“მსოფლიოში ყველგან გამოცდილ ხალხს ეძებენ. ჩვენთან კი მოჰყავთ სრულიად გამოუცდელი  25-26 წლის გოგო-ბიჭები.   ჩვენთან შრომის წიგნაკებს მინისტრად დანიშვნისას ხსნიან, მსგავსი არ ხდება არსად. გარდა ამისა,  ხელისუფლებაში მყოფმა ყველა პირმა იცის, რომ იმ ადგილას დიდხანს ვერ იქნება. ასეთი არასტაბილურობა ამ ადამიანებს აიძულებს, მოკლე პერიოდში რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს”, – აღნიშნავს იგი.

თეთრების ლიდერი უარყოფითად აფასებს ახლობლების დასაქმების პრაქტიკას, რაც  მისი თქმით ქვეყნისთვის დამღუპველია. “გამოსავალი სისტემურ ცვლილებებშია” – მიაჩნია თემურ შაშიაშვილს.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *