(geonews.ge)ფარცხალაძეს ვაჟკაცობა უნდა ეყოს და წავიდეს – თემურ შაშიაშვილი

„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის შეფასებით, მთავარი პროკურორის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამო, ფარცხალაძეს ვაჟკაცობა უნდა ეყოს და წავიდეს. ან პრემიერმა უნდა გააკეთოს განმარტებები, რომ ამ ნაბიჯზე წავიდა შეგნებულად.

როგორც შაშიაშვილი აცხადებს, პრემიერმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ დახუჭა მის წარსულზე თვალები. ხოლო თუ არ იცოდა არაფერი, მაშინ ბოდიში უნდა მოუხადის საზოგადოებას, პროკურორი კი გადააყენოს.

„ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი კარგად იცოდა ფირცხალაძის წარსულზე. მაგრამ მათ მთავარ პროკურორად ნაცმოძრაობის სექტიდან წამოსული კაცი აწყობდათ. რაც, შესაძლოა, ამ ეტაპზე გამართლებულიც იყოს, ალბათ კარგიც იქნება, თუ მეოცნებეები ჩაშვების მექანიზმს გარკვეულ ეტაპზე გამოიყენებენ, ხოლო შემდეგ მათივე მეთოდით საბოლოოდ დაამარცხებენ ნაცმოძრაობის მიერ დამკვიდრებულ ჩაშვების ინსტიტუტს“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *