(newspress.ge)თემურ შაშიაშვილი: შესაძლოა, ფარცხალაძე ხელისუფლებას „ნაციონალებმა“ შეუგდეს

 

imgპარტია „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ ოთარ ფარცხალაძის წარსულის შესახებ ყველაფერი კარგად იცოდა.
„მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძე იმიტომ დანიშნეს, რომ „ნაციონალების“ სექტიდან წამოსული კაცი აწყობდათ, რაც, სხვათა შორის, ცუდი ნაბიჯი არ არის. ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ კარგი იქნება, თუ „მეოცნებეები“ ჩაშვების მექანიზმს გარკვეულ ეტაპზე გამოიყენებენ, რითაც ამავე ჩაშვების ისნტიტუტს საბოლოოდ დაამარცხებენ“ – განაცხადა შაშიაშვილმა.მისივე განცხადებით, „ნაციონალები“ გამოდიან და ღიად ამბობენ, დღეს გაცილებით მეტი ინფორმაცია გვაქვს „ოცნებიდანო“, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ თავიანთი ხალხი ჰყავთ.„შეიძლება, ფარცხალაძე „ოცნებას“ „ნაციონალებმა“ შეუგდეს. ჭუჭყიანი ბიოგრაფიის მქონე კაცი მათ ხელისუფლებაში იყო და ორდენებსაც იღებდა. ესეც სექტის პრინციპია. დაგანიშნინონ გასვრილი კადრი და მერე ამის გამო თავში გირტყან“ – განაცხადა შაშიაშვილმა.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *