(reportiori.ge) თემურ შაშიაშვილი: ახალ წელს ნიჭის ძალაუფლების საქართველოს ვისურვებდი!

imgყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი მაშინ ჰქონდა, როდესაც პირველად შეხვდა მეუღლესთან ერთად, თანაც შვილის მოლოდინში. მოძრაობა „თეთრების” ლიდერს თემურ შაშიაშვილს„რეპორტიორი” ახალ წელსა  და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებზე ესაუბრა. „როგორც ყველა ოჯახისთვის, ჩემთვისაც ისე მიმდინარეობს საახალწლო სამზადისი. ჩვენი ტრადიციაა ძალიან მყარი – ოჯახურ გარემოში ან მამაპაპისეულ სახლში, ქუთაისში ვხვდებით ხოლმე ახალ წელს, ან თბილისში, მეუღლის ბებიის სახლში, სადაც ვცხოვრობთ. რაც შეეხება საახალწლო სუფრას, ამ საქმეში გაწვრთნილი პიროვნება არ ვარ, ასე რომ, ძალიანაც რომ მინდოდეს პროფესიონალიზმი არ მყოფნის, ძალიან მაღალი კულტურა სჭირდება  რაც  სუფრასთან და მით უფრო, საახალწლო სუფრასთანაა დაკავშირებული. ყოველ ახალ წელს განსაკუთრებული იმედით ვხვდები და მადლობას ვეუბნები წინა წელს, იმისთვის რაც მოხდა… როდესაც ოჯახი შევქმენი და პირველ ახალ წელს შევხვდი მეუღლესთან ერთად, მაშინ შვილს ველოდებოდით, ეს იყო ჩვენი განსაკუთრებული ახალი  წელი”, – აღნიშნავს შაშიაშვილი. მოძრაობა „თეთრების” ლიდერს მომავალი წლის საქართველოსთვის უამრავი სურვილი აქვს. „საქართველოს ეროვნული იდეით გაერთიანებას და ეროვნული იდეით ცხოვრებას ვუსურვებ. მგონია, რომ ქართული გზა უფრო სწორია, ვიდრე ის, რომ გაეგო ვინმეს ფეხქვეშ. „თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა”, ძალიან  მნიშვნელოვანი გახდა ჩვენთვის დღეს… ვიცი, რომ მძიმე რეალობაში ვართ, მაგრამ ისიც  ვიცი, რომ დიდი წარსულისა და ასევე დიდი მომავლის ქვეყანა ვართ. საჭიროა ქართული სიამაყე, ქართული სიმაღლე არ დავკარგოთ, არავის ფეხქვეშ არ გავეგოთ და თავზეც არავის დავაჯდეთ. ვისურვებდი, რომ ხელისუფლება ყოფილიყოს ისეთი, რომელიც მოემსახურება ხალხს და არა ხალხს გაიხდის მსახურად. ვისურვებდი, რომ ქვეყნის ერთგულებით ინიშნებოდეს კადრები თანამდებობებზე და არა პირადი ერთგულებით. ვისურვებდი, რომ ქვეყანაში განათლება იყოს პრიორიტეტი. ვისურვებდი ნიჭის ძალაუფლების საქართველოს. ზნეობრივს, მართალს და სწორს, ეროვნული იდეით გაჟღენთილს“, – აღნიშნა შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *