“თეთრების” მილოცვა საქართველოს პატრიარქს

 

iliaსაქართველოს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძნელბედობის ჟამს სულიერ მოძღვრად მოუვლინა უფალმა  სიბრძნით და სათნოებით აღსავსე ადამიანი, რომელმაც სულიერად გააერთიანა სრულიად საქართველო, რწმენაში გააძლიერა ქართველები.

ძნელია ისტორიაში მოიძებნოს სულიერი მოძღვარი, რომელმაც ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ  ყველა ერისა და ეროვნების ადამიანთა ასეთი საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ადამიანი, რომლის მიმართაც კეთილი განწყობა აქვს ყველა რელიგიის  მღვდელმთავარს და მსოფლიოს ყველა ქვეყნის სახელწმიფო მეთაურებს და პოლიტიკურ მოღვაწეებს.

„თეთრები“ ვულოცავთ უწმიდესსა და უნეტარესს 81 წლისთავს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, დიდხანს სიცოცხლეს. დაე მისი უძლეველი ლოცვით გამთლიანებულიყოს და გაძლიერებულიყოს სრულიად საქართველო.

 

პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო:

თეიმურაზ შაშიაშვილი – პარტიის თავმჯდომარე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრი

ზურაბ ხასია პარტიის გენერალური მდივანი, ღირსების ორდენის კავალერი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

რობერტ ბაბლიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ზურაბ ბარათაშვილი ექიმი, ეროვნული აკადემიის წევრი

ინეზა იამანიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პედაგოგიური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი.

ზაურ კალანდია მწერალი, სახელმწიფო და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი

ინგა კაპანაძე ექიმი

ფერდინანდ ლორთქიფანიძე ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ქართულ- ოსური მისიის“ თანათავმჯდომარე

ნანა შაველაშვილი ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

შალვა წიკლაური პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიის EGFM -ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი

მზია ჯგუშია იურისტი, ადვოკატი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზატორი, ,,მრგვალი მაგიდის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი (1988-1992 წ.)

მერაბ ჯიბლაძე ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

შოთა ჯიქია „თეთრების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი, „თეთრების“ წარმომადგენელი თურქეთში

ვთანდილ ბარამაშვილი იურისტი, პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი

რაულ სვანაძე პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი

იორგი სიხარულიძე პარტიის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი

სიმონ შარაძე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე

ირინე ჯიბლაძე პარტიის საერთო საქმეთა კოორდინატორი

 

2013 წლის 4 იანვარი

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *