(reportiori.ge)პარტია „თეთრები“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 81 წლის იუბილეს ულოცავს

პარტია „თეთრები” საქართველოს პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ილია მეორე საქართველოს ყველაზე დიდი ძნელბედობის ჟამს მოევლინა.
„საქართველოს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძნელბედობის ჟამს სულიერ მოძღვრად მოუვლინა უფალმა სიბრძნით და სათნოებით აღსავსე ადამიანი, რომელმაც სულიერად გააერთიანა სრულიად საქართველო, რწმენაში გააძლიერა ქართველები.
ძნელია ისტორიაში მოიძებნოს სულიერი მოძღვარი, რომელმაც ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ, ყველა ერისა და ეროვნების ადამიანთა ასეთი საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ადამიანი, რომლის მიმართაც კეთილი განწყობა აქვს ყველა რელიგიის მღვდელმთავარს და მსოფლიოს ყველა ქვეყნის სახელწმიფო მეთაურებს და პოლიტიკურ მოღვაწეებს.
„თეთრები” ვულოცავთ უწმიდესსა და უნეტარესს 81 წლისთავს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, დიდხანს სიცოცხლეს. დაე მისი უძლეველი ლოცვით გამთლიანებულიყოს და გაძლიერებულიყოს სრულიად საქართველო.”- აღნიშნულია განცხადებაში.



