დავით კეზერაშვილი – ნაცმოძრაობის პორტრეტი

 

downloadბოლო დღეებში  დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია “ნაციონალური მოძრაობის” წევრთა კოლექტიურმა პეტიციამ ,საფრანგეთის მთავრობის მიმართ, რომელსაც წინ უსწრებდა 21 ნოემბრით დათარიღებული სააკაშვილის წერილი  თხოვნით, რათა გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლონ  და არ გადმოსცენი  საქართველოს მხარეს საფრანგეთში დაკავებული დავით კეზერაშვილი იმ მოტივით, რომ თითქოს საქართველოში ადგილი აქვს პოლიტიკური ოპოზიციის დევნას.

„დავით კეზერაშვილი ბოლო დრომდე იყო ერთ-ერთი უმთავრესი ორგანიზატორი და ფინანსების მომძიებელი ჩვენი პოლიტიკური აქტივობების მხარდასაჭერად და ჩვენი კამპანიების დამფინანსებელი საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნებისას. დავით კეზერაშვილის გარეშე ფინანსების მოძიების აქტივობები და ჩვენი პოლიტიკური პარტიის დაფინანსება საფრთხის ქვეშაა და ვეღარ შეძლებს აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში და იყოს სერიოზული პოლიტიკური ოპოზიციური პარტია ქვეყანაში.“  – ნათქვამია ნაცმოძრაობის მიმართვაში .

ამ მიმართვაში გაცხადდა ის, რაზეც არასდროს, არსად საჯაროდ არ ყოფილა საუბარი, კერძოდ თუ რეალურად ვინ და როგორ აფინანსებდა  “ნაციონალური მოძრაობას”.   პეტიციის ავტორებმა ფაქტიურად გააცხადეს, რომ დემოკრატიულ ოპოზიციად აღიარებული პოლიტიკური ძალა ფინანსდებოდა ბნელი რეპუტაციის მქონე პიროვნების, მსოფლიო ფინანსური მაფიის ერთ-ერთი წარმომადგენლის  დავით კეზერაშვილის მიერ.

ვინ არის კეზერაშვილი. ვისაც უკვე   ღიად და  დაუფარავად და  პარტიის დამფინანსებელს უწოდებენ ნაცმოძრაობის ლიდერები?  შეიძლება ითქვას, ის  არის ნაცმოძრაობის პორტრეტი. ადამიანი, რომელიც  სააკაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ ,  „გაღლეტილი“ მოვიდა ხელისუფლებაში, იყო სააკაშვილის ხელისბიჭი, სულ მალე გახდა ოფშორულ ზონებში მსოფლიო ფინანსური მაფიის შემადგენელი ნაწილი და პარტიის მთავარი დამფინანსებელი. სწორედ კეზერაშვილი აკონტროლებდა ოფშორებიდან გამოდინებულ შავი ფულის ნაკადს და მათ მიმართავდა ნაცმოძრაობის ხაზინაში.

ერთ დროს საფინანსო პოლიციის მეტად აქტიური ხელმძღვანელი ნაცმოძრაობის მმართველობის საწყის ეტაპზე საბიუჯეტო თანხებით ავსებდა მმართველი ძალის ხაზინას. ხოლო  შემდგომში, იარაღის ვაჭრობით მოპოვებული და ოფშორებიდან გამოდინებული შავი ფულით  პრაქტიკულად  გააორმაგა  ნაცმოძრაობის შემოსავლები.

თვალი გადავავლოთ დავით კეზერაშვილის მოღვაწეობას:

ვარდების რევოლუციის  შემდეგ  სწორედ კეზერაშვილს  ევალებოდა  ბიზნესწილების ხელახალი გადანაწილება.

სწორედ კეზერაშვილის კაბინეტში ხდებოდა ცნობილი ბიზნესმენების დაბარება, და მუქარითა თუ  ტერორის გზით მათი  ბიზნესის გადაფორმება ნაცმოძრაობისადმი ლოიალურად განწყობილ პიროვნებებზე, ან სულაც მმართველი ძალის  ბობოლებზე.

ჩვენ არაერთხელ წამოვწიეთ ეს თემა, დავასახელეთ არა ერთი და ორი ცნობილი ბიზნესმენი, ვისაც სწორედ ამ გზით წაართვეს ბიზნესი და სიცოცხლის თუ თავისუფლების ხელყოფის საფრთხით დაატოვებინეს საქართველო. სამწუხაროდ ეს პიროვნებები დღესაც ამაოდ ცდილობენ საკუთარი  თავის რეაბილიტაციას და წართმეული ბიზნესის დაბრუნებას.

2010 წელს პარტია „თეთრების“ ინიციატივით  შეიქმნა „მხილების მუზეუმი“, სადაც ვაჩვენეთ, თუ რა ფუფუნებაში ცხოვრობდა მმართველი ელიტა მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა შიმშილობდა. . „როგორ ცხოვრობს ღარიბი ქვეყნის მდიდარი ხელისუფლება“ ასე დავარქვით რუბრიკას, რომელშიც  კეზერაშვილის სასახლის ფოტოებს თვალსაჩინო ადგილი ჰქონდათ მიჩენილი.  ჟურნალისტური გამოძიების მიერ (გადაცემა „პოლიტიკურ ანატომია“)  წარმოდგენილ მასალებში კეზერაშვილის ბიზნეს ინტერესების შესახებ, ფიგურირებდა  სარეკლამო ბიზნესი, საწვავის ბიზნესი და იარაღით უკანონო ვაჭრობა.

კეზერაშვილის  მიერ  ოფშორში დარეგისტრირებული  ფირმები  მთლიანად  აკონტროლებდნენ ქვეყანაში სარეკლამო საქმიანობას.

ოფშორულ ზონებს  და იმ უდიდესი ზიანს რაც მათ მოაქვთ ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჩვენმა პარტიამ სპეციალური ანალიზი მიუძღვნა, რომელშიც ნათქვამია: “ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კეზერაშვილის და მასთან დაკავშირებული ჯგუფის ე.წ. სამეწარმეო და საფინანსო საქმიანობის წარმართვისა, გახლავთ ამ მიზნით ოფშორული ტერიტორიების გამოყენება.  როგორც წესი, ოფშორები გახლავთ მზიანი კუნძულები, ბნელი ადამიანებისათვის; ოფშორები წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ნორნმალურად ფუნქციონირების ერთ-ერთი უპირველესი მტერს“.

კეზერაშვილი დაკავშირებული იყო საწვავის ბიზნესთან. ის შსს მინისტრ მერაბიშვილთან ერთად აკონტროლებდა მის მნიშვნელოვან ნაწილს.

კეზერაშვილი დაკავშირებული  იყო იარაღით უკანონო ვაჭრობათან. ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს იარაღით ცნობილ მოვაჭრეებთან. ევრაზიულ სივრცეში იარაღით ვაჭრობაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ხელისუფლება  და აქ ფიგურირებდა კეზერაშვილის სახელი.  2010 წელს ამერიკაში დაკავებული იარაღით მოვაჭრე ალვირესი  მხილებულ იქნა საქართველოს ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებაში. აქაც ფიგურირებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თუმცა ექსპერტების შეფასებით,  საეჭვოა ის ამ საქმეში ერთადერთი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ყოფილიყო“

სწორედ იარაღით  უკანონო ვაჭრობასთან კავშირი გახდა კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავების მიზეზი.

ამგვარად,. კეზერაშვილი, რომელიც  აკონტროლებდა ნაცმოძრაობის ხაზინაში შემავალ ე.წ. შავი ფულის უზარმაზარ ფინანსურ ნაკადებს. ფლობს ინფორმაციას მათი წარმომავლობის შესახებ, ასევე  უკანონო ბიზნესში ნაცმოძრაობის ლიდერების ჩართულობის შესახებ. სწორედ ეს არის მიზეზი  ნაცმოძრაობის და პირადად სააკაშვილის უდიდესი ძალისხმევისა მისი განთავისუფლებისათვის.

აღნიშნული პეტიცია კიდევ ერთელ ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნაცმოძრაობა არის პოლიტიკური სექტა, რომელიც სექტისთვის დამახასიათებელი დაუნდობლობით დევნის განდგომილებს და თავგამოდებით იცავს ერთგულ წევრებს.   ორიოდ კვირის წინ ჩვენ ვიყავით მოწმეები, თუ როგორ დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის მთავარ პროკურორ ფარცხალაძეს, არ აპატია რა პოლიტიკური ღალატი.  დღეს კი მოწმენი ვართ სექტის ერთიანი ძალისხმევით ბრძოლისა მისი ერთგული და საჭირო წევრისა და  დამფინანსებლის კეზერაშვილის გადასარჩენად.

პეტიცია, რომელიც  ღიად ადასტურებს,  რომ დემოკრატიულ ოპოზიციად აღიარებული პარტია ფინანსდებოდა ოფშორებში მოპოვებული შავი ფინანსებით  ფინანსებითა და  იარაღით უკანონო ვაჭრობით მოპოვებული მილიარდებით,  სერიოზული სიგნალი უნდა იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და მათთვის, ვისაც საქართველოს დემოკრატიის ამოცანად ნაცმოძრაობის გადარჩენა ესახება. ვინც დღესაც თავგამოდებით იცავს ამ პოლიტიკური სექტისა  და მისი ლიდერების ინტერესებს.

 

 “მხილების მუზეუმი” – დავით კეზერაშვილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *