თემურ შაშიაშვილი: „შევარდნაძემ ქართველი ხალხის ნებას ამერიკასთან და დასავლეთთან კეკლუცობა არჩია“

imgიმაზე დიდი დანაშაული არ მიმიძღვის ქვეყნის წინაშე, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა იყო, – განუცხადა ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გაზეთ „ასავალ დასავალს“ .

პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილის თქმით, „დღეს შევარდნაძე ხმამაღლა აღიარებს იმას, რასაც 17 წლის წინათ ვეუბნებოდი. იმის გამო, რომ სწორედ სააკაშვილი და მისი ბანდა უნდა მოეყვანა ხელისუფლებაში, გასული საუკუნის ბოლოს გუბერნატორობიდან გადადგომის შესახებაც კი დავწერე განცხადება. მაშინ, შევარდნაძესთან შეხვედრისას ვაცხადებდი, რომ სააკაშვილი ქვეყანას დაღუპავდა. ეს არ იყო მარტო ჩემი აზრი. მე პრეზიდენტს მოვახსენე მოაზროვნე ადამიანების გულისნადები. მაგრამ ბატონმა ედუარდმა ქართველი ხალხის ნებას ამერიკასთან და დასავლეთთან კეკლუცობა არჩია და გააკეთა ის,  რაც მათ მოეწონებოდათ. ყალბი დემოკრატიის დროშით ხელისუფლება დაუთმო  სააკაშვილს.

პრეზიდენტყოფილის ზემოთაღნიშნული განცხადებიდან ჩანს. რომ ის სუსტი პრეზიდენტი იყო. ეს აღიარება ამის კიდევ ერთინათელი დადასტურებაა. შევარდნაძემ ეს იცოდა, მაგრამ ისიც იცოდა,რ ომ ეს მოსწონდა სააკაშვილის უცხოელ პატრინებსა და პარტნიორებს. შევარდნაძემ თავის დროზე არ იზრუნა ქვეყანაში ქართული ცნობიერებისა და აზროვნების ხალხი მოეყვანა ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, ის ყოველთვის მარიონეტი იყო იმ ხალხის ხელში, ვინც სააკაშვილი მოიყვანა ხელისუფლებაში.

2003 წლის შემდეგ შევარდნაძეს აღარ შევხვედრივარ იმის გამო, რომ ჩემთვის ნათელი გახდა ყოველივე ის, რასაც იგი დღეს აღიარებს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *