ზურაბ ხასია: დემოკრატიას ვერაფრით ვერ ვუწოდებთ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებულ შერჩევითობის ტენდენციას

საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება ხელისუფლების  სასარგებლოდ

  zuraბოლო ხანებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა არასაპარლამენტო ოპოზიციად წოდებული პოლიტიკური პარტიები. 12 მათგანი გაერთიანდა ე.წ. ინტერფრაქციულ ჯგუფში, რომელიც   მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც ქვეყნის ხელისუფლებასთან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან ელჩებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. „ თეთრები“  მივესალმებით არასაპარლამენტო ოპოზიციის გააქტიურებას. ჩვენ თავიდანვე მივიჩნევდით, რომ  1 ოქტობრის არჩევნების შედეგები რეალურად  არ ასახავს ქართველი ხალხის ნებასა და მისწრაფებებს. პარლამენტში გაყალბების გზით მოპოვებული დიდი რაოდენობით მანდატების მფლობელი დამნაშავე პოლიტიკური ძალა – „ნაცმოძრაობა“ ერთადერთ ოპოზიციურ ძალად კი არ უნდა გამოცხადდეს, არამედ უნდა გასამართლდეს საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი  დანაშაულების გამო. ზემოთქმულიდან გამომდინარე, არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება მისი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში და მისთვის ანგარიშის გაწევა უცხოელი პარტნიორების, თუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან,  ჩვენის აზრით მეტად წინგადადგმული ნაბიჯია, რაც ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობას წაადგება. თუმცა აქვე უნდა განვაცხადოთ, რომ  დემოკრატიას ვერაფრით ვერ ვუწოდებთ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებულ შერჩევითობის ტენდენციას, რაც  ჩვენდა სამწუხაროდ, არასაპარლამენტო ოპოზიციასაც შეეხო. პარტია „თეთრები“ ყოველთვის შეურიგებლად ებრძოდა „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე  რეჟიმს. პარტია „თეთრები“ იყო „სახალხო კრების“ –  ქართველი ხალხის ნების გამომხატველი ყველაზე მრავალრიცხოვანი  გაერთიანების ერთ-ერთი პოლიტიკური  სუბიექტი და დამფუძნებელი, ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა 26 მაისის პროცესებში, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით იქცა სააკაშვილის რეჟიმის დასრულების ათვლის წერტილად. პარტია თეთრებმა თავისი წვლილი შეიტანა 1 ოქტომბრის გამარჯვებაშიც, ჩვენ უარი ვთქვით არჩევნებში მონაწილეობისაგან და მთელი ჩვენი  რესურსები მივმართეთ ქართული ოცნების დასახმარებლად, საერთო საქმის გამარჯვების  მიზნით. 1 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ პარტია „თეთრები“ კოალიცია „ერთსულოვნებასთან“, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და  არასამთავრობოებთან ერთად აქტიურად იბრძოდა მიხეილ სააკაშვილისთვის ვადის გასვლისთანავე უფლებამოსილების შეწყვეტისთვის. ჩვენ  დღესაც მიგვაჩნია, რომ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობამ შეაფერხა ჩვენი ქვეყნის როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური წინსვლა. პარტია თეთრები თავიდანვე იყო და დღესაც რჩება  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი ინიციატორად. რადგან მიგვაჩნია, რომ დღევანდელი პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის რეალურ განწყობას. აღნიშნული მიმართულებით „თეთრების“ ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. ჩვენ დღესაც  ვაგრძელებთ ბრძოლას. პარტია  „თეთრები“ თავიდანვე გამოდიოდა არჩევნებში 50%-იანი ბარიერის დაწესების მოთხოვნით. რაც ჩვენის აზრით დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების მთავარი წინაპირობაა და ხალხის რეალური არჩევანის მთავარი კრიტერიუმია.  ამ თემას აგრეთვე არაერთი გამოსვლა თუ პრესკონფერენცია, არაერთი განცხადება მივუძღვენით. აქვე  უნდა დანვაცხადოთ, რომ ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია დღევანდელი ხელისუფლების მიერ საარჩევნო ბარიერის 30-40%-ით განსაზღვრა, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო კანონის საკუთარ თავზე მორგების მავნე ტრადიციის გაგრძელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი გაოცება და გულისტკივილი იმის გამო, რომ ჩვენ არ მოვიაზრებით არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიათა  იმ ჯგუფში, რომლებიც საარჩევნო კანონების მიღებაში ღებულობენ მონაწილეობას. ჩვენთვის მეტად მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ჩვენი თანამებრძოლები რეჟიმთან უთანასწორო ბრძოლაში სამწუხაროდ თავად მოექცნეენ პოლიტიკური სტერეოტიპების ზეგავლენის ქვეშ  და ამჯერად, თავად ხელმძღვანელობენ შერჩევითობის პრინციპით. მიგვაჩნია, რომ „თეთრების“ მონაწილეობის გარეშე, ოპოზიციური სპექტრი არ იქნება სრული. ინტერფრაქციული ჯგუფი არ უნდა გადაიქცეს რჩეულ პარტიათა ჩაკეტილ ელიტარულ კლუბად. ჩვენ გაგვაჩნია ადამიანური და  ინტელექტუალური რესურსები,  რათა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ  პროცესებში სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად  აქტიურად ჩავერთოთ. მონაწილეობა მივიღოთ ყველა მოლაპარაკებაში. წარმოვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები და წინადადებები.  ღრმად გვწამს, რომ ეს მხოლოდ წაადგება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას.   პარტია „თეთრების“ გენერალური მდივანი ზურაბ ხასია 23.01.2014წ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *