(newspress.ge)თემურ შაშიაშვილი – დასავლეთის დიპლომატია ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს

 

198941_137527276315997_2345779_nპოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება და რასაც კიევში მომიტინგეები აკეთებენ, „სახალხო კრებას“ რომ 26 მაისს გაეკეთებინა, დასავლელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მათ „მსოფლიო ომს“ გამოუცხადებდნენ.

შაშიაშვილი დასავლეთის დიპლომატიის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს.

„26 მაისის ტრაგედიის ყველა საშინელება საკუთარი თვალით ვნახე და საკუთარ თავზე გამოვცადე. ჩვენც რომ იგივე გაგვეკეთებინა, რასაც დღეს უკრაინელი მომიტინგეები სჩადიან, აშშ-სა და დასავლეთის პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, მსოფლიო ომს გამოგვიცხადებდნენ და ჩვენს დაპატიმრებას მოითხოვდნენ. უკრაინაში ოპოზიციის ამ ქმედებებს კი მხარს უჭერენ“ – განაცხადა შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *