(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: ივანიშვილმა არ იცის, რომ სააკაშვილის ბიზნესმენებმა დაალაგეს საქმე მის გარემოცვასთან?

temiriგრძელდება ბიზნესმენთა ბრძოლა ხელისუფლების კეთილი განწყობის მოპოვებისათვის… გრძელდება ე.წ. მეგობართა ბიზნესის მხარდაჭერა. გრძელდება გადასახადების წინასწარ ამოღება..” – განცხადებას პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი „ფეისბუქის” საკუთარ აკეთებს.

„არ შეიძლება ეს არ იცოდეს ბატონმა ივანიშვილმა… თუ არ იცის, უარესი მისთვის და სამწუხაროდ ქვეყნისთვის… ის არ იცის, რომ ქვეყანაში არ არის გადაწყვეტილი მთავარი – არ არის შექმნილი კონკურენტული გარემო? ის არ იცის, რომ მის ნათესავებთან ბიზნესმენთა რიგია – ბიზნესმენები კეთილგანწყობას ყიდულობენ? ის არ იცის, რომ გრძელდება უმაღლეს ხელისუფალთა ძმების, სიმამრ-სიდედრების, ოჯახის სხვა წევრების, უმაღლეს ხელისუფალთა მეგობარ ძმა-ბიჭების პარპაში ბიზნესში? ის არ იცის, რომ სააკაშვილის ბიზნესმენებმა (უფრო სწორად – მეჯღანუაშვილებმა) დაალაგეს საქმე მის გარემოცვასთან?

იცის, ყველაფერი იცის, მაგრამ, სამწუხაროდ საქართველოში ვერავინ ამაღლდა ფულზე, უფრო სწორად ფულით დაპატარავებულნი ყელყელაობენ საქართველოში. რეალობა ეს არის, რადგან “მართვადი მდიდრები” ურჩევნიათ ქვენის პოლიტიკურად დამპყრობ უცხოელებს – მათგან უმართავ ეროვნული განწყობის პოლიტიკოსებს…

 

მომავალი აქვს იმ ქვეყანას, სადაც ხელისუფლება ეყრდნობა მეცნიერებას, სადაც მხარს უჭერენ ძლიერს და ეხმარებიან გაჭირვებულს, სადაც ხელისგულზე ჰყავთ მასწავლებელი და მეწარმე და ფეხქვეშ ეგებიან ბავშვს. ასეთი მხოლოდ ის ხელისუფლება შეიძლება იყოს, რომელიც არ იმართება ქვეყნის გარედან, რომლისთვისაც მთავარია საკუთარი ქვეყნის ხალხის ინტერესები, განწყობა და არა კეკლუცობა უცხოელ პოლიტიკოსთა წინაშე. ამას ყალბები აკეთებენ… სამწუხაროდ ისინი ჭარბობენ საქართველოს პოლიტიკაში უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში.

“მართვადი ბიზნესმენებისათვის” შექმნა მსოფლიო მაფიამ “თავისუფალი ეკონომიკური ზონის” სახელწოდებით რეალური “პოლიტიკური ზონები” – ეს დიდი განხილვის თემაა. ერთი მაგალითიც კი საკმარისია დაფიქრებისათვის.”ნაცების” დამფინანსებლები კეზერაშვილი, ბეჟუაშვილი და ნაცთა სხვა ძმა-ბიჭები – სააკაშვილის ჩათვლით ე.წ. თავისუფალი ეკონომიკური ზონების პოლიტიკური ფულით დააჯდნენ თავზე საქართველოს, მონებად და მსახურებად აქციეს უამრავი გაჭირვებული.

ეს არის მწარე რეალობა, რომელიც ჯერ არ არის გაცნობიერებული ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მიერ და ტაბუდადებულია მოსყიდულ პოლიტიკოსთა მიერ”, – წერს შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *