(sazogadoeba.ge) შაშიაშვილი: გრძელდება ე.წ. მეგობართა ბიზნესის მხარდაჭერა…

12თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბიზნესის განთავისუფლების კუთხით გარკვეული სასიკეთო ცვლილებებია, ბიზნესმენთა მნიშვნელოვან ნაწილში იმედგაცრუება იგრძნობა. მისი თქმით, დღეისათვის ქვეყანაში არ არის შექმნილი ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი წინაპირობა – კონკურენტული გარემო.

– „სამწუხაროდ, ქვეყნის ბიუჯეტის შესრულების კუთხით, ქართული ოცნება ნაცმოძრაობას ემსგავსება. ამის შესახებ „თეთრები“ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს აცხადებდნენ, როცა ბიუჯეტის დამტკიცება ხდებოდა.

გრძელდება ბიზნესმენთა ბრძოლა ხელისუფლების კეთილი განწყობის მოპოვებისათვის…გრძელდება ე.წ. მეგობართა ბიზნესის მხარდაჭერა… გრძელდება გადასახადების წინასწარ ამოღება..

შეუძლებელია, ამის შესახებ არ იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა.

„შეუძლებელიაარ იცოდეს, რომ დღესაც ქვეყანაში არ არის გადაწყვეტილი მთავარი-არ არის შექმნილი კონკურენტული გარემო, დღესაც გრძელდება უმაღლეს ხელისუფალთა ოჯახის წევრებისა და უმაღლეს ხელისუფალთა მეგობარ ძმა-ბიჭების პარპაში ბიზნესში, ხოლო სააკაშვილის კარის ბიზნესმენებმა (ე.წ. ჩვენი დროის მეჯღანუაშვილებმა) დაალაგეს ყოფილი პრემიერის გარემოცვასთან.“

დასავლეთის გარკვეულ წრეებს “მართვადი მდიდრები”ურჩევნიათ მათ მიერ უმართავ ეროვნული განწყობის პოლიტიკოსებს…
მომავალი აქვს იმ ქვეყანას, რომელიც არ იმართება ქვეყნის გარედან, რომლისთვისაც მთავარია საკუთარი ქვეყნის ხალხის ინტერესები და განწყობა და არა კეკლუცობა უცხოელ პოლიტიკოსთა წინაშე…

“მართვადი ბიზნესმენებისათვის” შექმნა მსოფლიო მაფიამ “თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ სახელწოდებით რელურად “პოლიტიკური ზონები”. ამის მაგალითად ისიც საკმარისია მოვიყვანოთ, რომ ‘ნაცების” დამფინანსებლები: კეზერაშვილი, ბეჟუაშვილი და სხვები სააკაშვილის ჩათვლით ე.წ „თავისუფალი ეკონომიკური ზონების“ პოლიტიკური ფულით დაეუფლენ ქვეყანაში ძალაუფლებას.

სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომელიც ჯერ არ არის გაცნობიერებული ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ და ტაბუდადებულია მოსყიდულ პოლიტიკოსთა მიერ…“ – ნათქვამია „თეთრების“ ლიდერის განცხადებაში

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *