(geonews.ge) 26 მაისს იგივე რომ გაგვეკეთებინა, რასაც უკრაინელი მომიტინგეები სჩადიან, აშშ და დასავლეთი მსოფლიო ომს გამოგვიცხადებდნენ – თემურ შაშიაშვილი

26 მაისს იგივე რომ გაგვეკეთებინა, რასაც დღეს უკრაინელი მომიტინგეები სჩადიან, აშშ და დასავლეთი მსოფლიო ომს გამოგვიცხადებდნენ, – ამის შესახებ “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს და დასავლეთის ზოგიერთი წრეების ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს
„ყველა ეს საშინელება საკუთარი თვალით ვნახე და საკუთარ თავზე გამოვცადე…, წერს თეთრების ლიდერი კომენტარში, – ჩვენ რომ იგივე გაგვეკეთებინა, რასაც დღეს უკრაინელი მომიტინგეები სჩადიან, აშშ-სა და დასავლეთის პოლიტიკოსები [საბედნიეროდ არა ყველანი] მსოფლიო ომს გამოგვიცხადებდნენ, მოითხოვდნენ დაპატიმრებას…უკრაინაში ოპოზიციის ამ ქმედებებს მხარს უჭერენ…“, წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე “თეთრების” ლიდერი და 26 მაისის ტრაგიკული მოვლენების ამსახველ ფოტოსურათებს აქვეყნებს.
Facebook Comments



