(newspress.ge)თემურ შაშიაშვილი – „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ საერთო ცენტრიდან იმართება

 

12პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსგავსება.
,,დომინირებს აზრი, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ გარიგდნენ. მე ყოველგვარ გარიგებას გამოვრიცხავ. ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ საერთო ცენტრიდან იმართება, რომელიც ქვეყნის გარეთაა. ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს, სწორედ ერთი ცენტრიდან მართვის გამო ემსგავსება“-განაცხადა შაშიაშვილმა.
„თეთრების“ ლიდერის აზრით, ქართულ პოლიტიკურ თუ საინფორმაციო სივრცეში, ქვეყნის გარედან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, საინფორმაციო საშუალებები და ჟურნალისტები დომინირებენ.
„საქართველოში არც ერთი საქმე ბოლომდე არ მივა, რაც იმ გარე ძალებს, რომლებიც რეალურად ქვეყანას მართავენ, არ აწყობს. ყველაზე დიდი შეტევა დღეს ქართულ ცნობიერებაზეა. ქართულ განათლების სისტემას აკნინებენ. უფრო მეტიც, გარედან მართვადმა და ფინანსირებადმა ქართული ცნობიერების წინააღმდეგ მომართულმა საინფორმაციო საშუალებებმა და ჟურნალისტებმა ხალხი დეპრესიაში ჩააგდეს და მომავლის რწმენას უკარგავენ“ – მიაჩნია შაშიაშვილს.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *