(ინტერპრესნიუსი) “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს სხდომა

 

"სახალხო კრების" აღმასრულებელმა საბჭომ შეხვედრა გამართა“სახალხო კრების” აღმასრულებელმა საბჭომ სამუშაო შეხვედრა გამართა. “სახალხო კრების” ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს.
“სახალხო კრების” აღმასრულებელმა საბჭომ იმსჯელა იმ კონკრეტული გეგმებისა და ნაბიჯების შესახებ, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა რეალურად მოხდეს ქვეყნის განვითარების ნორმალურ კალაპოტში გადაყვანა.
აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ საზოგადოება შეშფოთებულია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესის შეჩერების გამო და აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით, ვინაიდან “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის კოჰაბიტაცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გარკვეულ შემთხვევებში თანამშრომლობის სახეს იძენს, შეიძლება ქვეყანა სავალალო რეალობამდე მიიყვანოს.
საბჭოს წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ არსებული საარჩევნო კოდექსი კვლავ არ იძლევა საშუალებას, რომ ჩატარდეს ჭეშმარიტად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, რასაც უკვე მრავალი წელია მოითხოვს საქართველოს მოსახლეობა. მათი თქმით, მიუღებელია “ქართული ოცნების” მოქმედებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და თვითმმართველობის კოდექსის დახვეწის მიმართულებით. საზოგადოება მოითხოვს პასუხს ხელისუფლებისაგან, თუ რატომ არ იღებს “ქართული ოცნება” საარჩევნო კოდექსში ჩასწორებების იმ ვარიანტს, რომელსაც თავად მოითხოვდა ოპოზიციაში ყოფნის დროს.
“სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვეს ხაზი მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პოლიტიკურ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეს არის შანსი საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას ერთპარტიულ მმართველობაზე, რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ხელისუფლების მონოპოლიზაციაზე და ქვეყანა დაადგეს რეალური დემოკრატიული განვითარების გზას.
Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *