(timer.ge) რეზო ჩხეიძემ საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა.

რეზო ჩხეიძე საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს

რეზო ჩხეიძე საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს

ცნობილმა კონო-რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა.

“უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თქვენი გამოსვლა პარლამენტში გახდეს კიდევ ერთი შეხსენება ჩვენი კანონმდებლებისათვის ბავშვების, ქალბატონებისა და მოხუცების, წინა ხელისუფლების უსამართლობისაგან უცხოეთში გახიზნულთა სასჯელისაგან განთავისუფლების საკითხისა”,-აღნიშნულია წერილში.

გასული წლის დეკემბერს რეზო ჩხეიძემ უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს წერილით.

“ჩემი პოზიცია, გნებავთ, ჩემი ხვეწნა-მუდარაა თქვენდამი, საერთოდ ხელისუფლებისადმი, რომ 16 წლამდე ასაკის მოზარდი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, 65 წელს გადაცილებული ქალი, საერთოდ ქალბატონი, რომელთაც არ ჩაუდენიათ ქვეყნისთვის საშიში, ან ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი დანაშული, განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისაგან”.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *