(sazogadoeba.ge)რეზო ჩხეიძე მარგველაშვილს წერილით მიმართავს

რეზო ჩხეიძე მარგველაშვილს წერილით მიმართავს

ცნობილმა კინორეჟისორმა, რეზო ჩხეიძემ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს წერილით მიმართა.

“უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თქვენი გამოსვლა პარლამენტში გახდეს კიდევ ერთი შეხსენება ჩვენი კანონმდებლებისათვის ბავშვების, ქალბატონებისა და მოხუცების, წინა ხელისუფლების უსამართლობისაგან უცხოეთში გახიზნულთა სასჯელისაგან განთავისუფლების საკითხისა.

ჩემი პოზიცია, გნებავთ, ჩემი ხვეწნა-მუდარაა თქვენდამი, საერთოდ ხელისუფლებისადმი, რომ 16 წლამდე ასაკის მოზარდი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, 65 წელს გადაცილებული ქალი, საერთოდ ქალბატონი, რომელთაც არ ჩაუდენიათ ქვეყნისთვის საშიში, ან ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი დანაშული, განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისაგან”, – წერდა რეზო ჩხეიძე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *