(newposts.ge)შაშიაშვილი : „ქართული ოცნება“ კოსმოსური სიჩქარით ემსგავსება ნაცმოძრაობას

„ივანიშვილი მიხვდა, რომ დარჩენას წასვლა სჯობდა, მაგრამ ეხლა უარესს აკეთებს – გარედან მართავს”, – შაშიაშვილი
„თეთრების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ კოსმოსური სიჩქარით ემსგავსება ნაცმოძრაობას. ამის შესახებ თემურ შაშიაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობა” ებრძოდა “მოქალაქეთა კავშირს”, მაგრამ ნაცები საბოლოოდ დაემსგავსნენ მოქკავშირს! და ზუსტად ასეა ახლაც. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ “ქართული ოცნება” კოსმოსური სიჩქარით ემსგავსება “ნაცმოძრაობას” .

მისი თქმით, ნაკლებ სარწმუნოა ეს ორი ძალა ერთმანეთთან გარიგებული იყვნენ, თუმცა მათი მსგავსება იმითაა განპირობებული, ტომ ერთი ცენტრიდან იმართება როგორც ნაცმოძრაობის, ისევე ქართული ოცნების რეალური ლიდერები.

შაშიაშვილი ასევე კრიტიკულად აფასებს ივანიშვილის მცდელობას, დღესაც აკონტროლოს მთავრობა.

„ივანიშვილი მიხვდა, რომ დარჩენას წასვლა სჯობდა, მაგრამ ეხლა უარესს აკეთებს – გარედან მართავს, რაც აშკარად შესამჩნევია. თუ ბატონ ღარიბაშვილს ეს მთავრობა მოსწონს, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი ქვეყნისთვის დამთავრებულია! ხოლო თუ მას არ მოსწონს, მაგრამ ვერ ცვლის, ის ფორმალური მმართველია, რაც ძალიან სამწუხაროა, მიაჩნია შაშიაშვილს, – „თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ თუ ღარიბაშვილი არსებულ მთავრობას არ შეცვლის და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ეს ნიშნავს, რომ ის „ივანიშვილის კლანჭებშია“.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *