(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი კენჭს ქუთაისის მერობაზე იყრის

 temგაზეთ „ახალ თაობასთან” ინტერვიუში მოძრაობა „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქუთაისის შესაძლო მერობაზე საუბრობს. როგორც ის აცხადებს, ქუთაისიდან ძალიან ბევრი ადამიანი დაუკავშირდა და სთხოვა, მერის პოსტზე იყაროს კენჭი.

 „ქუთაისიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დამიკავშირდნენ. მათ შორის ისეთებმაც მომმართეს, რომლებიც თავის დროზე მიპირისპირდებოდნენ და ჩემთან პრეტენზიები ჰქონდათ. განვლილმა წლებმა მათ დაანახა, რომ მე ქალაქის ერთგული ვიყავი და საქმეს ვაკეთებდი. „ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის არაფერი გაკეთებულა. იცით რამდენი ასეული მილიონი იყო გამოყოფილი ქუთაისისთვის? ამ ფულით უამრავი საქმის გაკეთება შეიძლებოდა. ეს ფული სადღაც გაქრა. მერე გამოდიან „ნაციონალები” და გვიმტკიცებენ, კორუფცია მოვსპეთო. სამწუხაროა, რომ ქალაქს არც ეს ხელისუფლება აქცევს ყურადღებას. მათ არ აინტერესებთ იმის გარკვევა, თუ რეალურად ვის ხელშია ქალაქი. ბიძინა ივანიშვილს თავის დროზე ჩემი წინადადება რომ მიეღო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა”, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *