(რეპორტიორი)„მეამაყება, რომ ქართულ პოლიტიკას ასეთი რაინდი ჰყავდა!

img„მეამაყება, რომ ქართულ პოლიტიკას ასეთი რაინდი ჰყავდა!” –  ამის შესახებ მოძრაობა „თეთრების”ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აქ ჟიული შარტავას საფლავიდან მოვედი. დღეს მას 70 წელი შეუსრულდებოდა. მეამაყება, რომ ქართულ პოლიტიკას ასეთი რაინდი ჰყავდა. მან ვეებერთელა გმირობა აჩვენა მაშინ, როცა ქვეყანას სჭირდებოდა. ძალიან კარგია, რომ ამ პიროვნების დაფასება ხდება. საღამოს ჟიული შარტავას ხსოვნის პატივსაცემად, რუსთავში სამთავრობო ღონისძიებაა  დაგეგმილი. მახსოვს, ორი დღით ადრე, სანამ ჟიული დაიღუპებოდა, მასთან ვიყავი სოხუმში. კაბინეტში იდგა ხელებაპყრობილი მეუფე კალისტრატეს წინაშე და ღმერთს ევედრებოდა, მე წამიყვანე უფალო და საქართველო გადაარჩინე დაღუპვასო. ჟიული შარტავა საქართველოს ეროვნული გმირია”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *