(რეპორტიორი) თეიმურაზ შაშიაშვილი: ტრაგედიაა, უკრაინაში თანამდებობებზე სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ინიშნებიან!

tem.1მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი საქართველოში 26 მაისს მომხდარ და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შორის პარალელს ავლებს. მისი თქმით, ის რომ უკრაინაში თანამდებობებზესააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ინიშნებიან – ტრაგედიაა. ამის შესახებშაშიაშვილმა  დღეს, „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 „26 მაისის ძალა უკრაინის მოვლენებმა აჩვენა. უკრაინაში ჩვენ ვხედავდით ადამიანებს, რომლებსაც ხელში ეჭირათ  ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ და ა.შ. ამ კუთხით ძალიან სუფთა იყო „სახალხო კრება“ 2011 წლის 26 მაისს. ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინაში 4-ჯერ ჩავედი. მაიდანზე როცა გავედი, მეგონა, რომ პირველყოფილი თემური წყობილების პირობებში ვიყავი. საოცრება ვნახე. მათაც რომ არ მოსწონდათ, უშუალოდ მონაწილეებს, ისეთი გარემო იყო, მაგრამ სხვა გზა აქ ჰქონდათ, ვიღაც უხდიდათ ფულს. დაღუპეს უკრაინა, დააქციეს! კუჩმას წინააღმდეგ ბრძოლას შეიძლებოდა შეწიროდა ეს ქვეყანა?! ტრაგედიაა, რომ დღეს იქ  სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ინიშნებიან თანამდებობებზე!“ – განაცხადა თეიმურაზ შაშიაშვილმა.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *