(geonews.ge)თემურ შაშიაშვილმა, შესაძლოა, ქუთაისის მერის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

temiri„თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა,  შესაძლოა,  ქუთაისის მერის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. როგორც “თეთრების” ლიდერი აცხადებს, მას მრავალმა ადამიანმა მიმართა თხოვნით, რათა ქუთაისის მერად იყაროს კენჭი.

„ძალიან განვიცდი ქუთაისის დღევანდელ მდგომარეობას. ქალაქი მაფიოზური კლანების გამგებლობაში რჩება. ისევ ნაცმოძრაობის ნარჩენების ხელშია ყველაფერი და მათ „ოცნების“ წარმომადგენლებიც მშვენივრად შეუხმატკბილდნენ”. – აცხადებს თეთრების ლიდერი. მისი თქმით, დღესაც ქუთაისს კვლავ ზოგიერთი პარლამენტარი ან მაფიოზი პოლიტიკოსები აკონტროლებენ

„დღეს ქუთაისის მერად ჩემი წასვლა იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკას უნდა შევეშვა და თავგანწირვით შევიდე საქმეში. ვისაც ქუთაისში არ ვუყვარვარ, იმათაც იციან. რომ საქმეში თავგანწირვა მახასიათებს”,  – აცხადებს შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში ორიენტაცია უნდა იყოს წესიერ ადამიანებზე, გაუსვრელ ხალხზე, რომელთაც საშუალება ჰქონდა, თანამდებობაზე ყოფნით დიდი ფული ეშოვა, მაგრამ ერთი თეთრი არ უშოვია. თემურ შაშიაშვილი დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ  ხელისუფლება არჩევნებზე ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერს,

„ხელისუფლება კონკრეტულ კანდიდატსზე კი არ უნდა ფიქრობდეს, ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს ქუთაისზე. იმაზე, თუ ვის უფრო მეტი კარგი საქმის კეთება შეუძლია ქალაქისათვის. მე ბოლო წუთამდე არ შევიტან განაცხადს. თუ ქუთაისის მერად ძალიან ძლიერი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ჩემზე მეტის გაკეთება შეეძლება. მე მყოფნის იმის ვაჟკაცობაც, ზნეობაც და მორალიც, რომ არ ვიყარო კენჭი და ასეთ კანდიდატს დავუჭირო მხარი“, – აცხადებს შაშიაშვილი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *