(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: ბევრი ვიფიქრე, მეთქვა თუ არა – „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსგავსება…

 

imgპოლიტიკური პარტია თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებსეხმაურება და წერილს აქვყნებს, რომელსაც „რეპორტიორი“ უცვლელად გთავაზობთ:

“ხალხი იმედგაცრუებულია. მოლოდინი არ გამართლდა. სამართლიანობის დადგენა კვდომის პროცესშია.ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას ემსგავსება. პოლიტიკოსები ამას სხვადასხვაგვარად ხსნიან.დომინირებს აზრი, რომ ქართული ოცნება და ნაცმოძრაობა” გარიგდნენ. მე ყოველგვარ გარიგებასგამოვრიცხავ, უფრო მეტიც, ისიც მწამს, რომ ამ ორ პოლიტიკურ ძალას სძულს ერთმანეთი, რაც თავისთავად არამგონია, კარგი იყოს. მაგრამ, რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები უარესში. უარესი კი ის არის, რომ ვინცმართავდა “ნაცმოძრაობას იგივე ძალები მართავს ქართულ ოცნებას“. ეს ე.წ. მმართველი ცენტრიუცხოეთშია. სწორედ ერთი ცენტრიდან მართვის გამო ემსგავსება ქართული ოცნება” “ნაციონალურმოძრაობას“.

 

დღეს ჩემში ოდნავ არ იწვევს ეჭვს, რომ საქართველოს უბედურებაა ქვეყნის გარედან მართვადი ხელისუფლება.ქვეყნის უბედურებაა ქვეყნის გარედან კარნახით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყნის გარედანფინანსირებადი პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორი.ცხადზე უცხადესია, რომ საქართველოში არც ერთი საქმე არ მივა ბოლომდე, ეს იქნება კულტურა, განათლება,ეკონომიკა, სოციალური სფერო, თუ სამართლებრივი კუთხით, რაც არ აწყობს იმ გარე ძალებს, რომლებიც ქვეყანასმართავენ. დავაკვირდეთ, ყველაზე დიდი შეტევა ქართულ ცნობიერებაზეა, ქართულ კულტურაზეა,მართლმადიდებლობაზე და საერთოდ რელიგიაზეა. აკნინებენ ოდითგან გამორჩეულ ქართულ განათლებისსისტემას. უფრო მეტიც, გარედან მართვადმა და ფინანსირებადმა ქართული ცნობიერების წინააღმდეგმომართულმა საინფორმაციო საშუალებებმა და ჟურნალისტებმა ხალხი დეპრესიაში ჩააგდეს, მომავლის რწმენასუკარგავენ.

 

დარწმუნებით და გამოკვეთილად ვამბობ: ვიდრე საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი უარს არეტყვის იმ პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც მორჩილებაში არიან უცხო ძალებთან,ფინანსდებიან პოლიტიკური ფულით, რომელთათვისაც მთავარია ის, თუ რას ფიქრობენ უცხოეთში და არა ის, რახდება და რას ფიქრობენ საქართველოში – სიკეთე არც ქვეყანაში და არც ჩვენს ოჯახებში არ იქნება. კარგადმხოლოდ გარედან მართვადი და დაფინანსებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორისწარმომადგებნლები იცხოვრებენ.

 

დრომ დაადასტურა, რომ ქვეყანას და საკუთარ მომავალს ყიდის ის, ვინც საარჩევნო ხმას ყიდის და ქვეყანასყიდის ისიც, ვინც საარჩევნო ხმებს ყიდულობს. ოც წელზე მეტია, საქართველო საარჩევნო ხმების გამყიდველთადა მყიდველთა მიერ შემნილი მთავრობებით იმართება. ეს ტრაგედიაა. მით უფრო, რომ ეს ვაჭრობა პოლიტიკურიფულით ხდება. სწორედ ამ მოზღვავებული პოლიტიკური ფულის და მის მძებნელ პოლიტიკოსთა გამოასაქართველო მუდმივ საარჩევნო პროცესში. სწორედ ამ პოლიტიკური ფულის გამო იღვრება სისხლისაქართველოში, სწორედ ამ პოლიტიკური ფულის გამო ცხოვრობს ცრემლში უამრავი საქართველოში და სწორედამ პოლიტიკური ფულის გამო, გარედან მართვადი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და არასამთავრობოსექტორის მიერ კვლავ სისხლისღვრისკენ მიექანება საქართველო.

 

ჩვენ, თეთრები” კატეგორიული წინააღმდეგი ვართ შევიდეთ იმ პოლიტიკურ ალიანსებსა და გაერთიანებებში,რომლებიც უცხოელთა ინიციატივით და უცხოელთა ფინანსებით იქმნება. ჩვენ ვემიჯნებით იმ პოლიტიკურალიანსებსა და გაერთიანებებს, რომლებიც ფიქრობენ არჩევნებზე, როგორც სკამების, ანუ თანამდებობებისმოპოვების საშუალებაზე და არ ებრძვიან მთავარს – ქვეყნის გარედან მმართველ პოლიტიკურ ცენტრებს.დავფიქრდეთ, 1992 წლიდან საქართველოში ყველა მთავრობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით მოვიდა დაკორუფციის გამო წავიდა. 1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ყველა მთავრობა ხალხის კეთილდღეობისპროგრამით მოდიოდა და ხალხს შიმშილში ტოვებდა. როგორც ჩანს, საქართველოს და მთელი პოსტსაბჭოთასივრცის მთავარი პრობლემა არის ის, რომ გარე ძალების მხარდაჭერით ქვეყნის სათავეში მოდიან ერთ-ორპიროვნებას ამოფარებული ბანდიტური ჯგუფები. ამას უკრაინაში მიმდინარე პროცესებიც ადასტურებს.

ჩვენ, თეთრებს“, კარგად გვესმის, რომ არც ურაპატრიოტიზმია ქართული, არც ფსევდოპატრიაოტიზმი და არცკოსმოპოლიტიზმი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არც ამერიკული გზაა ქართული, არც რუსული და არც რომელიმესხვა ქვეყნის წამხედურება. ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რომ ჩვენ გვჭირდება დიდი მეგობრობა ამერიკასთანაც,ევროპასთანაც, აზიასთანაც, რუსეთთანაც და განსაკუთრებით კავკასიაში. სწორედ ამიტომ, საქართველოსმომავალი ქართული გზაა, რომელიც ოდითგან ნიჭსა და ზნეობას ეყრდნობა. ჩვენ ვართ იმ ხალხთან და იმპოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანას უნდა მართავდეს სხვათა ჩარევის გარეშედემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. რომ ხელისუფლებას უნდა მართავდეს, ხაზგასმით ვამბობ –მართავდეს საზოგადოება, ის საზოგადოება, რომლისთვისაც მთავარია ინტელექტი და ზნეობა.

ბევრი ვიფიქრე, მეთქვა თუ არა ყოველივე ეს. მაგრამ მჯერა, რომ უთქმელობას მაინც თქმა სჯობდა. ვთქვიყველაფერი ეს იმის იმედით, რომ უკვე საქართველოში უამრავი ფიქრობს განახლებულ ეროვნულ მოძრაობაზე.ფიქრობს და ოცნებობს ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოზე. დღეს ყოველი ასეთი ადამიანიქვეყნის სიმდიდრეა, მომავლის იმედია, გამარჯვებისთვის მებრძოლია”, – წერს თემურ შაშიაშვილი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *