თემურ შაშიაშვილი ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას ჩვენებას მისცემს

ghnწელიწადზე მეტია, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა გახმაურებული საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ გაუხსნელია. სამართლიანობის დადგენის პროცესი კი კვლავ ჭიანურდება. ცხადია, ეს მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

ერთ-ერთი გახმაურებული საქმე – ზურაბ ჟვანიას მკვლელობა კვლავ გაუხსნელია, ხოლო „თეთრების“ ლიდერი, რომელმაც მეტად მნიშვნელოვანი მამხილებელი აუდიოჩანაწერები მოისმინა და ამის შესახებ უკვე მერამდენე წელია, საუბრობს, ჯერაც არ დაკითხულა მოწმის სახით.

„ასავალ-დასავალისადმი“ მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გარემოებებზეც არის საუბარი, „თეთრების“ ლიდერმა განაცხადა: „ კაცი, რომელმაც ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით სასწაული აუდიოჩანაწერი მოვისმინე, პროკურატურას არც კი დაუკითხივარ!  გპირდებით: თუ ამ ინტერვიუს შემდეგაც არ მოინდომებს პროკურატურა ჩემს დაკითხვას ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით, „ასავალ დასავალს“: მივცემ დეტალურ საჯარო ჩვენებას!“

უნდა ითქვას, რომ პროკურატურის რეაქციამ არ დააყოვნა. დღეს „თეთრების“ ლიდერს დაუკავშირდა პროკურატურის წარმომადგენელი გიორგი ლომთაძე. საუბარი შეეხო თემურ შაშიაშვილის მოწმის  სახით დაკითხვას.

თემურ შაშიაშვილის  განცხადებით,  ეს პირველი შემთხვევაა როცა საქართველოს პროკურატურა რეალურად ინტერესდება მისი ჩვენებით.

„მეტად დამაიმედებელი ფაქტია. აქამდე არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ პროკურატურას ასეთი ოპერატიული რეაგირება მოეხდინა ჩემს განცხადებაზე. ეს ხდებოდა ადეიშვილის დროს, მაგრამ ახალი ხელისუფლებისგან, რომელიც მოვიდა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, ხალხი მოელის გახმაურებული საქმეების დროულ გამოძიებას. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პროკურატურის ოპერატიულობა იმის ნიშანია, რომ სამართლიანობის დადგენის პროცესი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანდათან რეალობად იქცევა.“ – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა

მომავალ კვირას „თეთრების“ ლიდერი მიემგზავრება გერმანიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოსადმი მიძღვნილ კონფერენციაში. დაბრუნებისთანავე ის მზადაა მივიდეს პროკურატურაში ჩვენების მისაცემად.

 

პრეს-ცენტრი

12.03.2014

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *